"ng.ru"(რუსეთი): თბილისში „რეპ-რევოლუცია“ გადაიდო
"ng.ru"(რუსეთი): თბილისში „რეპ-რევოლუცია“ გადაიდო
11:41 14.06.2017
რუსული გამოცემის «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ ერთ-ერთ სკანდალურ ფაქტს - რეპერების დაკავებას, რომლებიც მათ მიერვე შექმნილ ვიდეოკლიპში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დასცინოდნენ. „ვიდეოკლიპის გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ რეპერები ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავა, რომელიც 20 წლამდე (და სამუდამოდაც) თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია მასალაში (ავტორი - იური როქსი).

დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ მათ არანაირი ნარკოტიკები არ ჰქონდათ და ჩხრეკის ოქმს ხელი ზეწოლის გამო მოაწერეს. აშკარად ჩანდა, რომ პოლიციელებმა დამცინავი კლიპის გამო შურისძიებას ცდილობდნენ, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ახალგაზრდა რეპერების დაკავების ამბავი სოციალურ ქსელებით სწრაფად გავრცელდა. მათმა მხარდამჭერებმა და საერთოდ, ძალადობის ათასობით მოწინააღმდეგემ თავი პარლამენტის წინ მოიყარეს და ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების შესახებ რადიკალური მოთხოვნები წაუყენეს. განსაკუთრებით აქტიურობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზების იდეით გამოდის. „ხმაურელებმა“ რეპერების დაკავება ცენზურის დაბრუნებად და პოზიციის თვითგამოხატვის შეზღუდვად შეაფასეს.

რუსთაველის გამზირზე სპონტანურად შეკრებილი ასობით ადამიანის მწვავე პროტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, - აღნიშნულია სტატიაში. სიტუაცია იმ ფაქტმაც გაამწვავა, რომ აქციის მონაწილეებს ასევე ხელისუფლებისათვის ასევე მოულოდნელად მხარი დაუჭირა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ვაჟ,მა ბერა ივანიშვილმა. მსგავსი პოზიცია გამოხატა აგრეთვე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების თაობაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გაუმართლებლად მკაცრიაო და უნდა შეიცვალოსო (ანუ შერბილდესო). ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო: ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელმა, რომლებიც ადრე რეპერებს აკრიტიკებდნენ, ბერასა და კახის გამცხადებების შემდეგ, მომღერლებს თითქმის ქება-დიდება დაუწყეს: მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას ვიდეოკლიპში არანაირი სკანდალური ფაქტი არ დაუნახავს: „რა მოხდა იმით, თუ ახალგაზრდები სამყაროს სახვაგვარად უყურებენ? კარგი იქნებოდა, რომ პოლიციას და არმიას არ შეხებოდნენ, მაგრამ თუ შეეხნენ, ამაში საშიში არაფერია“.

„საკანონმდებლო ორგანოც კანონში ცვლილებების შეტანას შეუდგა. მუშაობა ექსტრენულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დეპუტატებმა ამის სიგნალი „ზემოდან“ მიიღეს, თორემ მათ ასეთი საკითხების განხილვა უახლოეს სხდომებზე დაგეგმილი არ ჰქონდათ. ცხადია, ასეთ ფონზე რეპერები სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა და ახლა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელების მიმართ აღიძრა, რომლებმაც „მომღერლები“ დააკავეს. „მოკლედ, საზოგადოების უკმაყოფილება მიყუჩდა. „რეპ-რევოლუცია“ არ შედგა ან მომავალ ინციდენტმადე გადაიდო“, - წერს ავტორი.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქართველი სამართალდამცველი ორგანოები ბოლო დროს თითქოსდა სპეციალურად პროვოცირებენ საზოგადოებას ქუჩის გამოსვლებისაკენ. გავიხსენოთ თურქეთის მოთხოვნით სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ჩაბუქის დაკავება, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავება და მისი რეზონანსული გადაცემა აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის... ყველა ეს ფაქტი ქართულმა საზოგადოებამ საკმაო ემოციურად აღიქვა და საკუთარი ხელისუფლება არასრულფასოვნებაში დაადანაშაულა. ქვეყნის მტავრობისათვის არასასიამოვნოა ისიც, რომ აფგან მუხთარლის საქმით ევროპაში და აშშ-იც დაინტერესდნენ: იგი ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან არიან დაკავშირებული, ანუ მათი კონტრაქტორი იყო. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი ასეთ ადამიანებს გაჭირვებაში არ ტოვებს: ოკეანის გაღმიდანაც მკაცრმა შეძახილმა არ დააყოვნა, შემდეგ კი თბილისს თვით მადლენ ოლბრაითი - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი ეწვია. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და რამდენიმე განცხადება გააკეთა დემოკრატიისა და NDI-ს საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ. რადგანაც ამ განცხადებებით ვიზიტის მიზანი მაინცდამაინც არ დაზუსტებულა, ქართულ საზოგადოებაში მტკიცდება ვარაუდები, რომ მადლენ ოლბრაითი თბილისში, სხვა საკითხებთან ერთად, აფგან მუხთარლის საქმის გასარკვევადაც იყო ჩასული, პლუს მუსტაფა ჩაბუქის შესახებაც, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება შარშან ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობასა და ამ გადატრიალების ორგანიზატორ ფეთჰულა გიულენთან კავშირებში ადანაშაულებს. ფეთჰულა გიულენი კი, როგორც ცნობილია, აშშ-ში იმყოფება და ვაშინგტონმა ანკარას მის გადაცემაზე უარი განუცხადა, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის პირადი თხოვნის მიუხედავად. „მადლენ ოლბრაითის დონის პოლიტიკოსები თბილისში თითქმის ერთკვირიანი ვიზიტით უმიზეზოდ არ დადიან“, - ამბობენ კონსპიროლოგიის მოყვარულები.



http://www.ng.ru/cis/2017-06-13/5_7007_georgia.html

ბეჭდვა