«Armenia» (სომხეთი): ბაქომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა
«Armenia» (სომხეთი): ბაქომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა
10:23 07.06.2017
„საქართველო საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისა და მისი ბაქოსადმი გადაცემის საქმემ საერთაშორისო შეფერილობა მიიღო“, - ნათქვამია სომხური ანალიტიკური გამოცემის «Armenia»-ს მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში (ავტორი - ნარეკ მინასიანი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

„მართალია, აფგან მუხთარლის დაკავება-გატაცების თაობაზე ერთობ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები არსებობს, ეს საქმე მაინც განსაკუთრებულად უნდა ჩაითვალოს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - აშკარაა, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა რეგიონულ დონეზე გადავიდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა: პირველი შემთხვევაა თუ არა მსგავსი გატაცება? არაა გამორიცხული, რომ ადრეც ხდებოდა იმ ადამიანების დაკავება-გატაცებები, რომლებითაც ბაქო იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩუმად კეთდებოდა. მეორე - ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა, რის გამოც თბილისი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, თუ დამტკიცდება, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები მართაც მონაწილეობდნენ აფგან მუხთარლის გატაცებაში და აზერბაიჯანისადმი გადაცემაში, მაშინ ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დემოკრატიულ იმიჯს ურტყამს. ასეთი სცენარის შემთხვევაში გამოდის, რომ თბილისმა ისეთი „დახმარება გაუწია“ აზერბაიჯანს, რომლის შედეგად ილჰამ ალიევის რეჟიმისაგან დევნილ ჟურნალისტს ძალიან ცუდი ბედი ელოდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად ითვლება და მისი დადასტურებით საქართველო რეგიონში „დემოკრატიის კუნძულის“ იმიჯს კარგავს.

თუ დამტკიცდება, რომ ქართული სახელმწიფო ორგანოები აფგან მუხთარლის საქმეში არ მონაწილეობდნენ, ეს მაინც არაა „შემამსუბუქეველი ფაქტორი“, რადგან ამ შემთხვევაში ჩრდილი ადგება უკვე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს: გამოდის, რომ რომელიღაც მესამე ქვეყანა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ატარებს და საქმის კურსში არ აყენებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას! გახდება კი საქართველო ტურისტული ცენტრი, როცა მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ადამიანებს იტაცებენ?

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არანაირად არაა სასიამოვნო არც ქართულ სამართალდამცველ ორგანოებისთვის და არც ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრული ურთიერთობისათვის.

უკვე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აფგან მუხთარლის საქმემ საქართველო უკვე დააზარალა, რაზედაც მეტრველებს როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოხატული შეშფოთება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რადგანაც ჟურნალისტის საქმე გრძელდება, უნდა ველოდოთ, რომ გამოძიების შედეგები კიდევ ერთი დარტყმა იქნება, საქართველოს იმიჯისა და რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართული.

http://armedia.am/arm/news/48670/baqun-harvatsi-tak-e-drel-vrastani-mijazgayin-hexinakutyuny.html

ბეჭდვა