სომხური წარმოშობის ამერიკელი პროფესორი: საქართველო სომხეთისთვის ისეთი მეზობელი არ არის როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ
სომხური წარმოშობის ამერიკელი პროფესორი: საქართველო სომხეთისთვის ისეთი მეზობელი არ არის როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ
10:43 04.06.2017
ერევანში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე „გარდამავალი პერიოდის დასასრული: სომხეთი 25 წლის შემდეგ“. კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ რიგი პოლიტიკოსები, დიპლომატები, პოლიტოლოგები და ექსპერტები როგორც თვით სომხეთიდან, ასევე უცხოეთის ქვეყნებიდანაც.
სომხური წარმოშობის მქონე აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის რონალდ სუნის თქმით, მას სომხეთის არსებობა რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია:
„ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან სახიფათოა: ერთი მხრიდან თურქეთი, მეორედან - აზერბაიჯანი. საქართველოს კი ისეთი კარგი მეგობარი არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. მასთან საკმაოდ ბევრი პრობლემები არსებობს. მხოლოდ რუსეთი იცავს სომხეთს, თუმცა აშკარაა, რომ რუსეთი ხშირად ფსევდომეგობრის როლს ასრულებს“, - აცხადებს რონალდ სუნი „რადიო აზატუტიუნის“ (რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ სომხური სამსახურის) კორესპონდენტთან საუბარში.
ამერიკელი მეცნიერის აზრით, დღეს სომხეთის მთავარი ამოცანაა რუსეთთან ერთად იყოს და პარალელურად დამოუკიდებლობის განმტკიცებაზეც იზრუნოს: „სომხეთისთვის რუსეთთან ყოფნა აუცილებელია. შეიძლება ითქვას, ეს დილემაც არის და ტრაგედიაც, მაგრამ რეალობა ასეთია“ .

https://rus.azatutyun.am/a/28507196.html


ბეჭდვა