სომხური გამოცემის «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის
გატაცების ფაქტს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრნობით, მასში მოკლედაა გადმოცემული სკანდალური ინციდენტის ისტორია, მხარეთა განცხადებები და ა.შ.
„სხვათა შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების წინა პერიოდში ერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ, რომელიც საკმაოდ ახლოს დგას მთავრობასთან, გამოქვეყნა მასალა თბილისში მოქმედი „აზერბაიჯანული ოპოზიციური იატაკქვეშეთის“ შესახებ, რომლის ერთ-ერთ წევრად სწორედ აფგან მუხთარლი ფიგურირებდა. გაუგებარია, როგორ მოახერხეს აზერბაიჯანელმა აგენტებმა საქართველოდან ადამიანის არალეგალურად გაყვანა, უპასპორტოდ და აუცილებელი პროცედურების გავლის გარეშე. როგორც ჩანს, ბაქოს სპეცსამსახურები მეზობელ ქვეყანაში თავს ლაღად გრძნობენ“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში.
http://www.nv.am/region/58134-2017-06-01-07-08-59
