«BBC News»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის
აფგან მუხტარლის „გაუჩინარების“ ფაქტი, რომელიც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლების სპეცსამსახურებმა უკანონოდ გაიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს.
პუბლიკაციაში ასახულია როგორც მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობა, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები, თბილისელ და ბაქოელ სამართალდამცველთა მოკლე კომენტარები (თბილისი: „აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია“, ბაქო: „აფგან მუხტარლი მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო“).
„ამ ისტორიამ აღშფოთების და კითხვების ნიაღვარი გამოიწვია როგორც აზერბაიოჯანის, აზევე საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიმართ. ორგანიზაცია Amnesty International-მა ჟურნალისტის დაუყონებლივი გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ მას ციხეში წამება ელოდება. ათი ქართული არასამთავრობო როგანიზაცია ერთობლივი განცხადებით გამოვიდა და საქართველოს პროკურატურას მომხდარი ფაქტის ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდა...
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, რომლებიც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ, აცხადებენ, რომ საქართველო მათთვის უსაფრთხო ადგილი აღარაა: „ვფიქრობდი, რომ საქართველოში უსაფრთხოდ ვართ. ვფიქრობდი, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია. უბრალოდ, არ ველოდი, რომ საქართველო ასე გაგვყიდდა. საწყენია, რა თქმა უნდა, როცა გგონია, რომ უსაფრთხოდ ხარ და ამ დროს ზურგიდან დარტყმას ღებულობ“, - ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში აზერბაიჯანელი ოპოზოციონერი ზარიფა გულიევა, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს.
http://www.bbc.com/russian/features-40114190
---------
თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტის სკანდალურ დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მასობრივმა მედიასაშუალებებმა მრავალი მასალა გაავრცელეს. აი, ზოგიერთი მათგანის სათაურები: «Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს და აზერბაიჯანის საპყრობლეში ჩასვეს“; «Accosiated Press» (აშშ): „ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს“ (ავტორი - აიდა სულთანოვა); «RFI - Radio France Internationale» (საფრანგეთი): „სახიფათო პრეცედენტი“ - თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს“.
პუბლიკაციებში გადმოცემულია ყველა მხარის, მათ შორის - აზერბაიჯანის ოპოზიციის და ბაქოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, აგრეთვე საქართველოს ოფიციოზის და ოპოზიციის თვალსაზრისები: მოხსენიებულია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ა.შ. წყაროები: http://www.reuters.com/article/us-georgia-journalist-azerbaijan-idUSKBN18R269; https://www.washingtonpost.com/world/europe/lawyer-independent-journalist-abducted-in-georgia/2017/05/31/24; http://ru.rfi.fr/kavkaz/20170531
