ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართულ საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით, სტატიაში განხილულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის
როლი და მიზნები სამხრეთ კავკასიაში. რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ნატოს შემხედვარე რეგიონის სახელმწიფოებს? მოხდება თუ არა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოსთან ინტეგრირებით? ეს საკითხებია განხილული აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში (ავტორი - ა.მამედოვი).
საინფორმაციო სააგენტო"ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„თბილისში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში აზერბაიჯანის დელეგაციაც მონაწილეობდა, მილი-მეჯლისის პირველი ვიცე-სპიკერის ზიაფეტ ასკეროვის ხელმძღვანელობით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, პრინციპში, შეუძლებელია განსხვავდებოდეს თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციისაგან. ნატოს წარმომადგენლები ყოველთვის ანალოგიურ განცხადებს აკეთებდნენ, მაგრამ სამხრეთ კავკასია მათი ნათქვამით, სამწუხაროდ, უფრო უსაფრთხო არ ხდებოდა.
სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე, მაგრამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც ამ სამხედრო ორგანიზაციის სხვა სტრუქტურები, სამხრეთ კავკასიას რატომღაც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიმართებით მოიხსენიებს ხოლმე. ნატო ცდილობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობა და ყარაბაღის კონფლიქტის მოხსენიებას მოერიდოს, თუმცა თავის პროგრამებს, აზერბაიჯანის გარდა, სომხეთზეც ავრცელებს. ეს კი ნიშნავს, რომ ალიანსისათვის არანაირი მნიშვნელობას არ აქვს იმას, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მის გათავისუფლებას არ აპირებს. შემთხვევითი არაა, რომ ალიანსიც და აშშ-ც აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელიაო, თუმცა იმავდროულად არანაირ ზომებს არ ღებულობენ იმისთვის, რომ სომხეთმა ნებაყოფლობით გაათავისუფლოს მიტაცებული ტერიტორიები.
აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიის არასტაბილურობის თავდაპირველი მიზეზი სწორედ სომხეთი მიერ განხორციელებული ოკუპაციაა და თუ ნატოს რეგიონში მშვიდობის მიღწევა სურს, ალიანსი ამ მიზეზის განეიტრალებას უნდა შეეცადოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრიუსელმა მოვლენებს თავისი ჭეშმარიტი სახელი უნდა უწოდოს და აიძულოს სომხეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია შეასრულოს. რაც უფრო ვერ დაინახავს ნატო აგრესორსა და მის მსხვერპლს შორის არსებულ განსხვავებას, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება არასტაბილური ვითარება სამხრეთ კავკასიაში. თუმცა დროა ვაღიაროთ: ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურები რეგიონის ტერიტორიულ კონფლიქტებს, მათ შორის მთიან ყარაბაღსაც, თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. აშშ-ის მიერ იმიტირებული ე.წ. შუამავლობა მხოლოდ კონფლიქტის გაყინვას გულისხმობს და შესაბამისად, გავლენას სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც.მართალია, თეთრ სახლის ადმინისტრაცია ეიცვალა, მაგრამ აშკარაა, რომ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდშიც იგივე გაგრძელდება. ამერიკის ინტერესებისა და დიდებისათვის ყველაზე მთვარია ერთპოლუსიანი მსოფლიოს დანერგვა და მეტი არაფერი.
ბრიუსელში გამართულმა ნატოს ამჟამინდელმა სამიტმა ნათლად აჩვენა ვაშინგტონის დამოკიდებულება თავის ევროპელ პარტნიორებთან. და ეს მხოლოდ დონალდ ტრამპის მიერ ჩერნოგორიის პრეზიდენტის საჯარო ხელისკვრაში არ გამოხატულა...
თუ ვაშინგტონს კაპიკიც არ უღირს ევროპელების ინტერესები, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სამხრეთ კავკასიაზე? ჩვენი რეგიონი როგორც ამერიკელებისათვის, ისე ევროპელებისთვის მიმზიდველი მხოლოდ ენერგორესურსების თვალსაზრისითაა - რუსული გაზის ალტერნატიული საწვავის გატანა ევროპაში და საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ნატოს ძირითადი მიზანიც სტაბილურობის დამყარება კი არ არის, არამედ ის, რაც ზემოთ ვთქვით. მოკლედ, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაინტერესებული არ არის. ჰოდა, განა გვჭირდება ნატოსა და აშშ-ის წინაშე თამაში?
http://www.novoye-vremya.com/w93230/.../#.WSjmmYq1vs0
