"kaspiy" (აზერბაიჯანი): თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივი ფორმატი სომხეთს მოსვენებას უკარგავს
"kaspiy" (აზერბაიჯანი): თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივი ფორმატი სომხეთს მოსვენებას უკარგავს
13:31 28.05.2017
„თბილისში საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების - ბინალი ილდირიმისა და გიორგი კვირიკაშვილის მოლაპარაკება დასრულდა. ჩვენთვის ეს ვიზიტი საინტერესოა ტრადიციული სამმხრივი ფორმატის პოზიციიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ ბათუმში, ბინალი ილდირიმის ვიზიტის პარალელურად აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების რანდევუც მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - არიფ ალეკპერლი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბინალი ილდირიმისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრისა და მოლაპარაკების მიმდინარეობა, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების - ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა, მათი სტრუქტურა, ვაჭრობის მოცულობის გაფართოება...

„მართალია, მათი შეხვედრა პირისპირ გაიმართა, მაგრამ როგორც მცოდნე ადამიანები ამბობენ, მოძმე თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ზოგიერთი ლიდერისაგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პედალირება არ მოუხდენია, რაც აბსოლუტური ნდობის მაჩვენებელია“, - აღნიშნულია სტატიაში.

„მხარეებმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების საკითხიც: „ამ რკინიგზას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის რეალიზებაში, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ წამოიწყო. რკინიგზის მაგისტრალის ექსპლოატაციაში გაშვება ყველა მხარეს სარგებლობას მოუტანს“.

„საქართველოსა და თურქეთს შორის ყველა თვალსაზრისით, არანაირი გაგუგებრობა არ არსებობს: ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ანკარაში, თურქეთის ძნელბედობის ჟამს, როცა სულ ორიოდე დღე იყო გასული წარუმატებელი გადატრიალებიდან. ეს თურქი ხალხისა და მისი მთავრობისა მიმართ თბილისის მიერ გამოვლენილ სოლიდარობას წარმოადგენდა. გარდა მისა, ჩვენი ქვეყნების სამმხრივი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითოდ ითვლება, რასაც ბათუმში ზაქირ ჰასანოვის, ფიკრი იშიკისა და ლევან იზორიას შეხვედრაც მოწმობს. ჩვენი სამი სახელმწიფო, სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის გამო, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მოქმედი ფორმატი რეგიონში მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებისკენაა მიმართული, მეზობელი სომხეთი კი რატომღაც არ ისვენებს. არადა, ერევანმა რეგიონული ინტეგრაციისაკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგას, ჩვენ მას აუცილებლად შევაფასებთ. აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს, ამით ერევანი მხოლოდ მოიგებს: ამ შემთხვევაში, სომხები, მეზობლების მიმართ ჩადენილი ბარბაროსობის მიუხედავად, ცივილიზაციის ყველა სიკეთეს მიიღებენ. მაგრამ რას ვიზამთ... იმის ნაცვლად, რომ მათ კარგად იფიქრონ პერსპექტივაზე, ტერიტორიებზე ჩაიციკლნენ. მათ ეს საკითხი ყელში ძავალივით აქვთ გაჩხერილი და შურთ, როგორ ავიტარებენ ურთიერთობას საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ მათ ცხვირწინ“, - ნათქვამია სტატიაში.

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ბეჭდვა