"ng.ru" (რუსეთი): საქართველოს მოსახლეობის ნახევარი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანულს გამოხატავს
"ng.ru" (რუსეთი): საქართველოს მოსახლეობის ნახევარი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანულს გამოხატავს
12:45 16.05.2017
„საქართველოს მთავარი გამოწვევები: ეკონომიკური პრობლემები და დაბალი სოციალური დონე. მთავარი ამოცანა: ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მთავარი საფრთხე: რუსეთი. ასეთია ვრცელი გამოკვლევის შედეგები, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივმა ოფისმა მოამზადა, - ამ სიტყვებით იწყება «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორია იური როქსი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ პოლიტიკური მიმომხილველი.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული კვლევის მონაცემები:

მოსახლეობის 42% არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა. თვით მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიები, შარშანდელი 40%-დან 29%-მდე შემცირდა. „ოცნების“ მთავარ ოპონენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს მხოლოდ 10% უჭერს, შარშანდელი 22%-ისაგან განსხვავებით. ცალკეული პოლიტიკოსებიდან და ინსტიტუტებიდან მოსახლეობა უპირატესობას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ანიჭებს (შესაბამისად, 27% და 25%). პოზიტიურადაა შეფასებული აგრეთვე თავდაცვის, ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროების მუშაობა, ხოლო მოსახლეობა ყველაზე მეტი პატივს სცემს ეკლესიას და არმიას. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მომავალი დასავლეთს უკავშირდება. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 80%-ს აწარბებს, შარშანდელ 70%-თან შედარებით. უფრო ნაკლებად პოპულარულია ნატოსთან ინტეგრაცია - 60%. ალიანში გაწევრიანების მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას იმით ხსნიან, რომ ქვეყნის უსაფრთხოება განმტკიცდება და ეკონომიკაზეც დადებით გავლენას მოახდენს. მოწინააღმდეგებს აზრით კი, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, რასაც არასასიამოვნო მოვლენები შეიძლება მოჰყვეს. სხვათა შორის, სწორედ რუსეთი მიაჩნიათ ქართველებს თავიანთი ქვეყნის მთავარ საფრთხედ (78%). პარადოქსია, რომ ჩრდილოელი მეზობლის ნეგატიურად შეფასების ფონზე გამოკითხულთა 42% ნანობს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა.
სტატიაში ასახულია მოსახლეობის თვალსაზრისები საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებითაც. ციტირებულია NDI-ის საქართველოში მოქმედი ოფისი ხელმძღვანელი ლორა ტორნტონის განცხადებებიც, რომელიც გამოკითხვის შედეგებს ეხება.


http://www.ng.ru/cis/2017-05-15/1_6988_tbilisi.html

ბეჭდვა