«Lragir» (სომხეთი): თურქეთი აფხაზეთში ძლიერ ოპოზიციას ქმნის
«Lragir» (სომხეთი): თურქეთი აფხაზეთში ძლიერ ოპოზიციას ქმნის
12:00 15.05.2017
სტატიაში, რომელიც პოპულარულ სომხურ გამოცემაში გამოქვეყნდა, გაანალიზებულია საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის მდგომარეობა და პერსპექტივა, მასში ყურადღება ეთმობა აგრეთვე თურქეთისა და რუსეთის ბოლო პერიოდის დიპლომატიასაც, საქართველოსთან მიმართებით (ავტორი - იგორ მურადიანი, პოლიტოლოგი, პროფესორი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

„საქართველოს „ქედმაღლური დამოკიდებულება „ვასალურ სომხეთთან“ და ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანთანაც კი, უკვე დასრულდა. ილუზიები გაიფანტა, დადგა იმედგაცრუების დრო. თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგიერთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოტივს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახასიათებს, უეჭველია, რომ თბილისი ახლა უფრო ყურადღებით მოეკიდებიან სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს.

ქართული მასმედია, ქართველი ექსპერტების გამოსვლები და კომენტარები სულ უფრო ხშირად მოიცავს თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანულ და რუსულ-თურქულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, საკვირველი იქნებოდა, რომ ქართველები საგარეო „ხმაურიანი“ მოვლენებით არ დაინტერესებულიყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისათვის უცხოური დახმარების მიღების მიზნით, განსასკუთრებით ბოლო ხანს მომხდარი მოვლენების ფონზე. ქართველი პოლიტიკოსების საბედნიეროდ, დონორების ყურადღება არ განელებულა, საქართველო კვლავ ყურადღების ფოკუსში რჩება, თუმცა არა ისე აქტიურად, როგორც ადრე.

ამავე დროს ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები საკმაოდ დაააფიქრა თურქეთის „დეზერტირობამ“ აშშ-ის ბანაკიდან და ანკარის მცდელობამ რუსეთთან ურთიერთობის განახლების მიზნით. შესაძლოა ანკარა-მოსკოვის კავშირების „გადატვირთვით“ რეგიონში ისეთი რეალიები ჩამოყალიბდეს, რომლის შედეგად საქართველო უფრო მოწყვლადი გახდება, ვიდრე ეს ადრე იყო.

საქართველოს, როცა რუსეთთან ურთიერთობის დროს, ყოველთვის მხედველობაში ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ თურქეთი, როგორც მინიმუმი, რუსეთის პოლიტიკის კალაპოტში არ მოექცეოდა და უპირატესობას მისცემდა საქართველოსადმი მხარდაჭერას, ამა თუ იმ სქემით და ძალთა განლაგებით. ვერ ვიტყვით იმას, რომ საქართველო არ ითვალისწინებდა თურქულ ექსპანსიას. იყო ეჭვები, ფრთხილი მიდგომები, თუმცა ასეთი ეჭვები უფრო მეტად ისტორიული საფუძვლებით იყო განპირობებული. ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ თანამედროვე, მოდერნიზებული თურქეთი მათთვის საფრთხის მომტანი არ იქნებოდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ანკარა თავშეკავებას ამჟღავნებდა აფხაზეთის, აჭარის მიმართ, „თურქ-მესხების“ პრობლემის მიმართაც. თურქეთის მონაწილეობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში ანკარისადმი თბილისის ნდობა კიდევ უფრო განამტკიცა. ქართველებს სჯეროდათ, რომ 2008 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თურქეთის მხარდაჭერა მომავალშიც უცვლელად გაგრძელდებოდა.

თუმცა დაკვირვებული თვალისთვის მაინც შესამჩნევი იყო, რომ თურქეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც მომავალ ვასალურ სახელმწიფოს, მასზე დამოკიდებულს, როგორც პოლიგონს თურქული გრძელვადიანი ექსპანსიისათვის და როგორც სანედლეულო დანამატს. თავდაპირველად თურქეთი ცდილობდა, რომ საქართველოს საქმეებსა და პრობლემებში ღრმად არ ჩარეულიყო, რადგან საბოლოო ჯამში ანკარას საქმის გარჩევა მოუხდებოდა არა მარტო მოსკოვთან, არამედ ვაშინგტონთანაც.

საინტერესოა, რომ თურქეთი ცდილობდა, თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო ისეთი ბერკეტების შექმნა-შემუშავება, რომლითაც აზერბაიჯანზე ეფექტურ გავლენას მოახდენდა. საქართველოს მიმართებით კი ანკარას ამგვარი რამ არც დასჭირვებია - თბილისთან მიმართებით ყველა საკითხი ავტომატურად წყდებოდა. თავის მხრივ, თურქეთი მკაცრად არ ითხოვდა საქართველოსაგან, ვთქვათ, „თურქი-მესხების“ საკითხის მოგვარებას სამცხე-ჯავახეთში. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩება, თუ რეგიონში რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯანული ალიანსი ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, ქართული პოლიტიკური მასალების თანახმად, ზემოაღნიშნულ ალიანსს ემატება სომხეთიც, რომელმაც „საბედისწერო როლის“ შესრულება ეკისრება საქართველოს ირგვლივ შექმნილ გეოპოლიტიკურ რკალში, თბილისის საბოლოოდ მოსახრჩობად. ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-სთანაც კი, რადგან საქართველოს მდგომარეობა განწირული ხდება და საეჭვოა, რომ მან „კავკასიური ავიამზიდის“ როლი შეასრულოს.

თურქეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრისას ქართველი ექსპერტები თავს ძლივს იკავებენ, რომ მას მტერი და უფრო მეტიც - ისტორიული მტერი არ უწოდონ. ისინი სხვადასხვა ფაქტებს იხსენებენ ისტორიიდან, აგრეთვე პასაჟებს პანთურქისტების საქმიანობიდანაც, საუბრობენ თურქეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე საქართველოს მიმართ.

(...)


უეჭველია, ანტითურქული განწყობები მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდება და თბილისი ცივი გონებით განსჯას დაიწყებს, მით უმეტეს, თუ თურქეთი საქართველოს მხარდამჭერ ინიციატივებს წამოაყენებს. საერთოდ, თურქეთს უკვე კარგად აქვს შესწავლილი ქართველების ხასიათი, პოლიტიკური მოტივაციები და პრიორიტეტები და არაა გამორიცხული რომ ანკარამ თბილისს რაღაც პირობები შესთავაზოს. ამასთან ერთად, უნდა ითქვას, რომ თურქეთს საქართველოს სახელისუფლო, პოლიტიკურ და ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ფართოდ განშტოებული აგენტურული ქსელი და გავლენის აგენტები ჰყავს (ასეთივე სიტუაციაა აზერბაიჯანში და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში). თურქეთი დაინტერესებულია აჭარის დისტანცირებით საქართველოსაგან, ანუ აჭარის ავტონომიის უფრო მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობით. ანკარა აგრძელებს თამაშს აჭარასთან და მთლიანად საქართველოსთან მიმართებით, სარგებლობს აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებით. აფხაზეთში თურქეთი ცდილობს ძლიერი ოპოზიციის შექმნას. მიზანი აშკარაა: თურქეთს სურს, რომ აფხაზური დიასპორის 500 ათასამდე წარმომადგენელი ისტორიულ სამშობლოში დააბრუნოს. აფხაზეთში ოპოზიციური პროთურქული კლანის შექმნით ანკარა ცდილობს ხელი შეუწყოს აფხაზეთზე საქართველოს კონტროლის აღდგენას და ამით თვით საქართველოზე გავლენის გაძლიერებას. იმავდროულად თურქეთს აფხაზეთის დახმარებით სურს პლაცდარმი შემნას ჩრდ.კავკასიის რესპუბლიკებზე გავლენის გასაძლიერებლად. ასე რომ, თურქეთი თითქოსდა საქართველოს ეხმარება, სინამდვილეში კი აფხაზეთს ინსტრუმენტის სახით იყენებს საკუთარი მიზნების რეალიზებისათვის.

(...)

საქართველოს მიმართ თურქეთის პოლიტიკის იზოლირებულად განხილვა, როგორც ამას ქართველი ექსპერტები ცდილობენ, მიზანშეუწონელია. ანკარის პოლიტიკის ახალი ტენდენციები საქართველოსადმი ბევრ საფრთხეს განაპირობებენ.

ცხადია, რომ თურქულ-ქართული ურთიერთობები დღევანდელ მდგომარეობაში ვერ დარჩება. ანკარა დაინტერესებულია არაა, რომ მოსკოვის ყველა თხოვნა და რეკომენდაცია შეასრულოს. სწორედ ასეთი სიტუაციაა კარგი თურქეთისათვის საქართველოს მიმართ, რათა ანკარამ თბილისს სულ უფრო მეტი დათმობა მოსთხოვოს, ვთქვათ, ენერგორესურსების ტრასპორტირების საკითხში, რეგიონების ავტონომიისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხში, ნავსადგურების ტვირთების კონტროლში, უპირველესად სომხეთთან დაკავშირებით.

საქართველოს მიმართ თურქეთის ასეთი პოლიტიკა ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები უფრო სრულფასოვანი და სავალდებულოც კი გახდება. თუ [შორეული] ამერიკა საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, მაშინ [ახლომდებარე] ევროკავშირის სოლიდარობა ისეთი საიმედო აღარ იქნება, ანუ საქართველოს უფრო მეტად დაჭირდება მხარდაჭერა რეგიონის მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან.

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის გამონათქვამის მიუხედავად - „საქართველო ევროპის ნაწილია აზიაშიო“, ქართული ელიტა სულ უფრო მეტად გრძნობს, რომ მათი ქვეყანა აზიის ნაწილია, რომელიც ევროპისაკენ მიილტვის და ეს ცუდი არ არის.


http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/55645


ბეჭდვა