«Lragir» (სომხეთი): ამერიკას ყარაბაღის მიმართ სულ სხვა მიდგომა აქვს, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ
«Lragir» (სომხეთი): ამერიკას ყარაბაღის მიმართ სულ სხვა მიდგომა აქვს, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ
11:07 11.05.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტარი აქვს გაკეთებული საქართველო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის ფაქტს, რომელიც 8 მაისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართა (ავტორი - ნაირა აირუმიანი).
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საინფორმაციო უსაფრთხოებაზე, რაც ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. მასში მოცემულია აგრეთვე ის დადებითი შეფასებები, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტრამპმა გააკეთეს. ავტორი იხსენებს აგრეთვე იმ კანონს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა ამას წინათ მიიღეს - ამერიკის მთავრობას ეკრძალება იმ სახელმწიფოებისადმი დახმარება, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
„პოლიტოლოგები ამბობენ, რომ საქართველოს ვაშინგტონური პრემიერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს ინტერესს შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებისადმი, აქაური პროექტებისადმი, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისადმი. ამ ფონზე საინტერესოა ბოლო დროს გავრცელებული ხმები, თითქოსდა რუსეთს სომხეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნა ან უკვე არსებული გიუმრის ბაზის გამოყენება სურს საერთაშორისო ოპერაციებისათვის. აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობამ უსაფრთხოების სფეროში შეიძლება ვაშინგტონის დაინტერესება გააძლიეროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. გავიხსენოთ, რომ აშშ მიდგომა მთიანი ყარაბაღისადმი ისეთი არაა, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. მაშინ, როცა ვაშინგტონი ორივე რეგიონს ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად, მთიანი ყარაბაღის შესახებ აცხადებს, რომ მისი სტატუსი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდესო“, - წერს ავტორი.

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/55566

ბეჭდვა