"kommersant FM" (რუსეთი): საქართველო; სიცოცხლის ფერები
"kommersant FM" (რუსეთი): საქართველო; სიცოცხლის ფერები
11:23 08.05.2017
რუსული რადიოსადგურის «Коммерсанъ-FM»-ის მიმომხილველი ნასტია როიზმანი ეთერში მსმენელს საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებს უყვება:
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რადიოსიუჟეტის ქართულენოვან ვერსიას:
„თბილისში „უიკენდის“ (გამოსასვლელი დღეების) გატარება უკვე მოდად იქცა. საქართველოს დედაქალაქში რუსი ტურისტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მაისის დღესასწაულებზე პიკს მიაღწია - ავიაბილეთების გაყიდვამ [შარშანდელთან შედარებით] ორჯერ მოიმატა. ჩვენი თანამემამულეების არჩევანის მიზეზი მარტივია: თბილისი ლამაზია, ქართული კერძები მიმზიდველია და ფრენასაც დიდი დრო არ ჭირდება. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი ყველაზე მიზეზიანი და წუწუნა სტუმრების მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებს: იხსნება ახალი სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები. თუ ცნობილი ქართველი დიზაინერების ნამუშევრების ხილვა გსურთ, მაშინ ლესელიძის, შარდენის და კოტე აფხაზის ქუჩებზე უნდა წახვიდეთ, ხოლო თუ წარსულის არტეფაქტების ნახვა გინდათ - „მშრალ ხიდთან“ არსებულ ბაზრობაზე. უგემრიელესი ვახშმისთვის კი კაფე „ქეთოს და კოტეს“ და „პურ-პურს“ უნდა ეწვიოთ.
როცა თბილისში „სტუმართა მიზიდულობის ყველა მთავარ წერტილს“ მოინახულებთ, დაიქირავეთ ავტომანქანა და მთებში გაემგზავრეთ. ორიოდე საათში ცნობილ სასტუმრო Rooms-ში მოხვდებით. დაწნული შეზლონგიდან ჩამქრალი ვუკლანის - ყაზბეგის თვალწარმტაც ხედებით დატკბებით. სტუმრების მომსახურებაშია საუკეთესო სამზარეულო, სასმელები და ბიბლიოთეკა წიგნების დიდი არჩევანით.
სტეფანწმინდისაკენ მიმავალ გზაზე, ნებით თუ უნებლიედ, ცნობილი კურორტი გუდაური უნდა გაიაროთ. მიმდინარე წელს აქ სასტუმრო Quadrum გაიხსნა, რომელსაც შეიძლება „სასტუმრო-ღირსშესანიშნაობა“ ვუწოდოთ. მისი დასახელება გარეგნობას ამართლებს: შენობა 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და აწყობილია საზღვაო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სატვირთო კონტეინერებისაგან, ანუ ყოველი ნომერი ცალკე კონტეინერს წარმოადგენს, რომლებიც შიგნიდან მხოლოდ ხით და ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა გაწყობილი. „ლუქსის“ ნომერი უზრუნველყოფილია ჯაკუზებით: აბაზანა პანორამულ სარკმელებთან ახლოსაა დადგმული, ხედებიც შესაბამისია. მთელ გუდაურში უფრო კარგ მედიტაციურ ადგილს ვერსად იპოვით!

http://www.kommersant.ru/doc/3292222

ბეჭდვა