რადას ექსდეპუტატის სკანდალური განცხადება: უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ქართული მაფიის პოლიტიზებული ფილიალია
რადას ექსდეპუტატის სკანდალური განცხადება: უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ქართული მაფიის პოლიტიზებული ფილიალია
12:54 04.05.2017
უკრაინული პრესა, კერძოდ, «Газета по-украiнськи» აქვეყნებს ვერხოვნა რადას (პარლამენტის) ყოფილი დეპუტატის ნიკოლაი მარტინენკოს ინტერვიუებს, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა 22 აპრილს დააკავეს, თუმცა კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ იგი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლა. „ცენზორში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნიკოლაი მარტინენკო ნეგატიურად აფასებს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას:
„ნახევარი წელია მამოწმებენ, მაგრამ დანაშაულის კვალი ვერ იპოვეს. მე ოპოზიციონერი ვიყავი ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს. მაიდანზეც ვიდექი დაწყებიდან დასრულებამდე. და გგონიათ, რომ ვიღაც უგლავებ-სიტნიკებისა შემეშინდება? (იგულისხმება გიზო უგლავა - ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და არტემ სიტნიკი - მისი მოადგილე). უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ქართული მაფიის პოლიტიზებული ფილიალია. ბიურო იგივე მეთოდებით მუშაობს, როგორითაც გიზო უგლავა თავის დროზე მუშაობდა, როცა იგი საქართველოს გენპროკურორის მოადგილე იყო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ვინ ხელმძღვანელობდა ადამიანების წამებას, საპყრობილეებში მათ ჩაგდებას? ვისი ნებართვით ხდებოდა ეს ყველაფერი საქართველოში? წაიკითხეთ გაეროს ანგარიშები და ნახავთ, რომ საქართველოში, წამებისა და ზეწოლის გამო, დაკავებულების 99% გამოძიებასთან გარიგებაზე მიდიოდა... გიზო უგლავა ყველაფერს ძველებურად აკეთებს, [მის კვალს მოადგილეც მიჰყვება]. შესაძლოა მან არტემ სიტნიკს მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ადგილი შესთავაზა?“, - ამბობს ინტერვიუში ნიკოლაი მარტინენკო.
როგორც «Газетав по-украiнськи» იუწყება, უკრაინის ექს-დეპუტატს პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით თავდებად დაუდგნენ „სახალხო ფრონტის“ დეპუტატები და რამდენიმე მინისტრი - ლილია გრინევიჩი, ვლადიმირ ომელიანი და იგორ ჟდანოვი. მასალაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავმდები პირების მოქმედება მკაცრად გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი იხსენებს საქართველოში „ნაციონალების“ მთავრობის საქმიანობას და წერს: ექს-პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოსა საბიუჯეტო თანხები უკანონოდ დახარჯა „ნაციონალების“ საარჩევნო კამპანიისათვის (დაახლოებით სამი მილიონი დოლარი). მერაბიშვილი ხაზინის თანხებს ფლანგავდა, მისი პარტია კი გაიძახის, უკანონოდ ზის ციხეშიო. ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც საკმაოდ აქტიურად ფლანგავდა ბიუჯეტის ფულს, ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით.
"მიხეილ სააკაშვილი ნიკოლაი მარტინენკოს თამვმდებებს აკრიტიკებს, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ თავმდებად მის თანამზრახველებსაც დაუდგნენ. ასე, მაგალითად, დეპუტატი სერგეი ლეშენკო მარტში ინიციატივით გამოვიდა, რომ მისი თავმდებობით პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო საქართველოს ყოფილი გენკონსული ოდესაში თეიმურაზ ნიშნიანიძე, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ 17 მილიონი გრივნის მითვისებაში დაადანაშაულა," - წერს სტატიის ავტორი მარია იურჩენკო.

https://gazeta.ua/articles/comments-newspaper/_nabu-vikoristovuyut-yak-politichnij-instrument-dlya-borotbi-z-konkurentami/769114

ბეჭდვა