«rg.ru» (რუსეთი): ვერ შეეზარდნენ; ქართველი „ვარიაგები“ უკრაინულ სამკაპიან პასპორტებს თავიდან იშორებენ
«rg.ru» (რუსეთი): ვერ შეეზარდნენ; ქართველი „ვარიაგები“ უკრაინულ სამკაპიან პასპორტებს თავიდან იშორებენ
12:48 04.05.2017
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ისევ საქართველოს მოქალაქე გახდა და, შესაბამისად, იგი უკრაინის ქვეშევრდომი აღარ არის. მისი მოქმედება გასაკვირი არ არის. აბა რა უნდა ექნა, როცა ორმაგ მოქალაქეობას მის არცერთი „სამშობლოს“ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს? როგორც ჩანს, ქალბატონ ხატია დეკანოიძის უკრაინისადმი სამსახურის სევდიანი გამოცდილება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისცემს იმის საშუალებას, რომ დეპუტატების თვალში უკრაინული სამკაპიანი პასპორტის ავტორიტეტი აამაღლოს. აშკარაა, რომ ქართველ „ვარიაგს“ უკრაინულ პასპორტის დატოვება მოუწევს.
ამის შესახებ რუსულ გამოცემა "როსიისკაია გაზეტას" მიერ პეტრე ლიხომანოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე უკრაინაში 2014 წელს გამოჩნდა - კიევისადმი გაწეული „საერთაშორისო საკადრო დახმარების“ ჩარჩოებში, თავის თანამემამულეებთან და სხვა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად (ნატალია იარესკო, აივარს აბრამოვიჩუსი და ა.შ.). მათ უკრაინაში „ახალი ევროპული დემოკრატიული საზოგადოება“ უნდა შეექმნათ. კაცმა რომ თქვას, ხატია დეკანოიძის კიევში მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან წასვლა მოულოდნელი არც ყოფილა: უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პოსტი მან ხმაურიანი სკანდალების შემდეგ დატოვა, რომლებიც უკავშირდებიან როგორც „ახალ ეროვნულ პოლიციას“, ასევე ქვეყანაში დამნაშავეობის კატასტროფულ მატებას.
ხატია დეკანოიძემ თავისი საქმიანობის მარცხი უკრაინაში გამეფებული კორუფციითა და მის სამსახურზე ქვეყნის ხელმძღვანელობის ნეგატიური გავლენით ახსნა. თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ მაღალ პოსტზე მან, სხვა უცხოელ „ვარიაგებთან“ შედარებით, ყველაზე მეტ ხანს გაძლო. ორ მაისს კი, ქართული მასმედიის ცნობით, ხატია დეკანოიძეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა.
ის, რომ ასე ადვილად ემშვიდობებიან „უკრაინის მეგობრები“ უკრაინის პასპორტს (რომელიც, უკრაინის მასმედიას თუ დავუჯერებთ, ძალიან დიდ ფასეულობას წარმოადგენს და მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს), ძალიან მწარედ ურტყამს კიევის პროპაგანდას, რომლის მიხედვით, „უკრაინა ყველა ჯურის უცხოელი ავანტიურისტებისათვის გასავლელი ეზო არ არისო“. თუმცაღა, დეკანოიძის, ზღულაძის, იარესკოს და სხვათა კაზუსები დღეს უკრაინაში ცდილობენ დაივიწყონ: ეს ადამიანები ახალი ამბების ნაკადიდან და აქტუალური პოლიტიკიდან დიდი ხანია ამოვარდნენ. ჯერ ჯერობით უკრაინაში რჩებიან მიხეილ სააკაშვილი (რომელსაც სამშობლოში ჩასვლისა ეშინია) და უკრაინის რკინიგზების უფროსი, წარმოშობით პოლონელი ვოიცეხ ბალჩუნი.

https://rg.ru/2017/05/03/eks-glava-nacpolicii-ukrainy-rasstalas-s-ukrainskim-grazhdanstvom.html

ბეჭდვა