სომხურ გამოცემა "Lragir"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია კავკასიის როლზე აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში, აგრეთვე თურქეთის
პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ (ავტორი - იგორ მურადიანი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, 150-მილიონიანი მოსახლეობით, ბოლო ათწლეულის მანძილზე იყო მცდელობები ინტეგრირებული სივრცის ჩამოსაყალიბებლად. ამ რეგიონების ქვეყნებს თავის დროზე პრობლემები ჰქონდათ როგორც გერმანიასთან, ასევე რუსეთთან: ზოგიერთი მათგანი ჩართული იყო ისეთ ბლოკებში, რომელთა მიზანს საფრანგეთ-რუსეთ-გერმანიის ენერგეტიკული გეგმებისა და პროექტების ხელშეწყობა ან დეზორგანიზება წარმოადგენდა. ამ პროექტში სამხრეთ კავკასიაც იგულისხმება, რომელიც აღმოსავლეთევროპულ ბლოკის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მართალია, ეს არ ეხება დასავლეთის (აშშ-ნატოს) სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს, მაგრამ ენერგეტიკისა და ენერგოკომუნიკაციის დარგში სამხრეთ კავკასიის როლი შენარჩუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასია საერთაშორისო პოლიტიკაში პერიფერიულ როლს ასრულებდა და ასრულებს, დასავლეთისაგან ერევნის, თბილისისა და ბაქოსადმი გამოჩენილი ყურადღება საკმარისი იქნება ამ ქვეყნებისათვის, რათა მათ საკუთარი თამაშიც აწარმოონ და პოლიტიკური უპირატესობაც მიიღონ. ამ შემთხვევაში ევროპული მიმართულების გარდა, არის სხვა ვექტორებიც, რომლებთაც რეგიონის ბედის განსაზღვრა შეუძლიათ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სამხრეთ კავკასიისადმი საგნობრივად დაინტერესება არ არსებობს. საქართველოც კი, რომელიც აშშ-ისა და ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია, ამერიკელებში მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იწვევს. მაგრამ თუ რეგიონში გეოპოლიტიკური პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვლება, მაშინ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიით დაინტერესდება. უპირველესად ეს ეხება რუსეთის პოლიტიკის ბლიკირებას და იზოლირებას სხვადასხვა პოსტსაბჭოთა რეგიონებში.
თურქეთის მთლიანად მიბმა ევროპულ მიმართულებაზე არასწორი იქნებოდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ანკარა ჯერ-ჯერობით ევროპული პოლიტიკის ყურადღების ქვეშ რჩება
თურქეთის მთლიანად მიბმა ევროპულ მიმართულებაზე არასწორი იქნებოდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ანკარა ჯერ-ჯერობით ევროპული პოლიტიკის ყურადღების ქვეშ რჩება, ის კვლავ ბრიუსელის ორბიტაზეა. და მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის პრობლემები თურქეთსაც გარკვეულწილად ეხება (ევროპული პოლიტიკის მეშვეობით), ანკარა საერთაშორისო არენაზე მაინც დამოუკიდებელი „პოლუსის“ სახით გამოდის. ამასთან, აშშ-სა და რუსეთის რთული დამოკიდებულების ფონზე, პარალელურად შესამჩნევია აშშ-თურქეთის, თურქეთ-ევროკავშირის მწვავე ურთიერთობა და თურქეთ-რუსეთის დაახლოების ტენდენციები. ამერიკა ეტაპობრივად აყალიბებს თურქეთის შეკავების დოქტრინას და ცდილობს აქტიურად გამოიყენოს რეგიონული პრობლემები ანკარის იზოლაციისათვის. თუმცა იმის არდანახვაც შეუძლებელია, რომ აშშ ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თურქულ ექსპანსიას გარკვეული მიმართულებებით, მეორე მხრივ კი აქეზებს ანკარას, რათა მას რუსეთთან მიმართებით პრობლემები გაუჩნდეს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაშინგტონი არ ამუხრუჭებს თურქეთის მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში გავლენის განსამტკიცებლად, რუსეთთან შეჯახების იმედით, თუმცა სტრატეგიულ პერსპექტივაში ცდილობს თურქეთის გავლენის შემოფარგვლასაც [ზედმეტი რომ არ მოუვიდეს]. ამ ამოცანის შესრულება ითვალისწინებს სომხური ფაქტორის გამოყენებას, ანუ თურქეთის კავკასიურ გზაზე საიმედო „ბოქლომის“ დადებას. იმავდროულად, ვაშინგტონის გეგმებში არ შედის საქართველოსა და აზერბაიჯანის გადაჭარბებული ინტეგრირება თურქეთთან.
სამხრეთ კავკასიას აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ახალი როლი, ახალი მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც ბოლო პერიოდის „თურქულ დიდ პოლიტიკას“ უკავშირდება.
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/55374
