რუსეთის ტელეკომპანია „პირველმა არხმა”, რუბრიკით „მოგზაურის ჩანაწერები“ კვირას, 30 აპრილს, ეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი
საქართველოს შესახებ:
„გულწრფელობა და სტუმართმოყვარეობა, სითბო და სიყვარული, რომლითაც ქართველები სტუმრებს ხვდებიან, ამ ქვეყნის სიმბოლო გახდა. ვინც ერთხელ მაინც ეწვევა საქართველოს, უკან დაბრუნებისას თან ყველაზე სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიაქვს“, - ამბობს გადაცემის ავტორი, ტელეჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი. იგი ტელემაყურებელს თბილისში და თელავში ყოფნის შთაბეჭდილებებს სთავაზობს.
„თბილისი“: ვიდეოსიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს დედაქალაქის ისტორია და თანამედროვეობა. ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ... ლეგენდა თბილისური აბანოების შესახებ (ალექსანდრ პუშკინის, ალექსანდრ დიუმას შეფასებები და აღა-მაჰმად-ხანის ვანდალიზმი). „ტურისტები, რომლებიც თბილისის უძველეს უბანში - აბანოთუბანში მდებარე ცნობილ აბანოებს უახლოვდებიან, დამახასიათებელ მძაფრ სუნს გრძნობენ. ვინც არ იცის, თუ რატომაა ასეთი სუნი, ერთმანეთს ეჭვის თვალით შესცქერიან... ეს გოგირდიანი თბილი წყლის სუნია, რითაც განთქმულია თბილისი“, - ამბობს ავტორი. კომენტარი ისტორიული თბილისის კადრების ჩვენებისას: „ხელისუფლება ბევრ აკეთებს ძველი უბნების აღდგენისათვის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ავარიული შენობა, ჯერ კიდევ მოუვლელია ძველი თბილისის ქუჩები, ცენტრისგან მოშორებით“. გადაცემაში ყურადღება აქვს დათმობილი თბილისურ კოლორიტს, არქიტექტურულ ძეგლებს (მაგალითად, ფილმ „მიმინოს“ გმირებს, მთაწმინდას, ნარიყალას...), აგრეთვე იტალიურ ეზოებს: „ზოგიერთმა შეიძლება ამრეზით შეხედოს იტალიური ეზოს ძველ შენობებს, მაგრამ ეს თბილისელებისათვის ტრადიციაა და ადგილობრივი კოლორიტია“.
„ალაზნის ველი“: თელავის ღირსშესანიშნაობები; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიული ასპექტები: ერეკლე მეორე და ეკატერინე მეორე. თელავის აეროპორტი „მიმინო“. გურჯაანის როგორც კახეთში მევენახეობის მთავარი რაიონი. ექსკურსია გურჯაანის ღვინის საცავში და ქართული პურის - „კახური შოთის“ საცხობში, ჩურჩხელის ამოვლების წესი...
---------
ვიდეომასალაში უხვადაა გამოყენებული კადრები ქართული კინოფილებიდან „მიმინო“, „არ იდარდო“, „ჯარისკაცის მამა“, ქართული ხალხური მუსიკის მელოდიების თანხლებით. აშკარაა, რომ ვიდეოსიუჟეტი ხელს უწყობს რუსი ტურისტ-მოგზაურების სწორ ორიენტაციას, დასვენების ადგილის შერჩევის მიზნით.
https://www.1tv.ru/shows/neputevye-zametki/vypuski/gruziya-alazanskaya-dolina-neputevye-zametki-vypusk-ot-30-04-2017
