„რუსული ენერგოჰოლდინგები, რომლებიც ამიერკავკასიაში აქტიურ ინვესტირებას ეწეოდნენ 2000-იან წლებში, ბოლო დროს ადგილობრივი აქტივების
მიმართ ინტერესს კარგავენ. მიზეზი ისაა, რომ ეროვნული რეგულატორები მზად არ არიან ელექტროენერგიის ტარიფების მომატებისათვის, რაც ადგილობრივი ვალუტის დევალვაციითაა გამოწვეული. ასე, მაგალითად, „რუსჰიდრომ“ გასაყიდად გამოიტანა თავისი კუთვნილი ჰესი სომხეთში, ხოლო „ინტერრაოს“ განზრახული აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან დაწყებული დავა ტარიფების თაობაზე მოსაგვარებლად საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცეს“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა "КоммерсантЪ"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ვლადიმირ ძაგუტო).
პუბლიკაციაში მეტი ყურადღება აქვს დათმობილი სომხეთში „რუსჰიდროს“ კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტების მდგომარეობას, თუმცა ავტორი მკითხველს საქართველოში არსებულ სიტუაციასაც აცნობს „ინტერრაოს“ კუთვნილი ობიექტების საკითხში:
„2015 წელს „ინტერრაომ“ იმის გამო, რომ სომხეთის ელექტროქსელები, [ტარიფების გაყინვის გამო], წამგებიანი გახდა, აღნიშნული ობიექტი გაყიდა. იგივე სიტუაციაა ამჟამად საქართველოშიც. მთავრობამ უარი განაცხადა რუსული ჰოლდინგის „თელასისათვის“ ტარიფების ინდექსირებაზე. „ინტერრაო“ საქართველოში, „თელასის“ გარდა, კიდევ ორ ჰესს ფლობს („ხრამი-1“ და „ხრამი-2“). 2011-2013 წლებში რუსულმა კომპანიამ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს მთავრობასთან ინვესტირების პირობების შესახებ, რომლის თანახმად, ეროვნული ლარის დევალვაციის შემთხვევაში მოხდებოდა ელექტრონერგიის ტარიფების ინდექსირებაც, მაგრამ 2016 წელს, როცა „ინტერრაომ“ მოითხოვა ტარიფები მომატებულიყო ლარის კურსის დაცემის გათვალისწინებით, თბილისმა უარი განუცხადა. საბოლოო ჯამში, აპრილში „ინტერრაომ“ ქართულ მხარეს შეატყობინა, რომ სატარიფო დავას არბიტრაჟს გადასცემდა. „კომერსანტს“ ხელში ჩაუვარდა „ინტერრაოს“ წერილი, რომელშიც რუსული კომპანია აპელირებს საქართველოს და ნიდერლანდებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე ინვესტიციების დაცვის შესახებ. საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსებული ენერგოობიექტები ეკუთვნის „ინტერრაოს“ ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებს Silk Road- ს და Gardaban-ს», - ნათქვამია სტატიაში.
https://www.kommersant.ru/doc/3280628
----------
ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე კიდევ ერთ რუსულ გაზეთში - „ვედომოსტში“ სათაურით „ინტერრაო“ საქართველოს მთავრობას სასამართლოთი ემუქრება“. მასში საუბარი წერილზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულმა ნიდერლანდულმა კომპანიებმა გაგზავნეს როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე, სატარიფო დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის თაობაზე. მასში აღნიშნულია, რომ როგორ არღვევს საქართველო თავის ვალდებულებას ნიდერლანდებთან ხელმოწერილ შეთანხმებაში ინვესტიციების ურთიერთდაცვის თაობაზე (წყარო: https://www. vedomosti.ru/business/ articles/2017/04/24/687011-inter-rao-gruzii).
