ირანული პრესა გიორგი კვირიკაშვილის თეირანში ვიზიტს ეხმაურება
ირანული პრესა გიორგი კვირიკაშვილის თეირანში ვიზიტს ეხმაურება
10:45 24.04.2017
ირანული გამოცემა «Tehran Times», საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თეირანში ვიზიტს ეხმაურება:

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა შაბათს განაცხადა, რომ ირანისა და საქართველოს ხელმძღვანელებმა „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღეს ურთიერთობის განვითარების მიზნით. ესჰაყ ჯაჰანგირმა ეს განცხადება თეირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თეირანში ორი ქვეყნის ურთიერთობებში „გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა. მას ასევე აღნიშნა, რომ ირანსა და საქართველოს ბევრი რამ აერთიანებთ და ერთნაირი პოზიცია აქვთ საერთაშორისო არენაზე: „ეს ძალიან კარგი საფუძველია პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებისათვის“, - ხაზი გაუსვა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირიმ.
ირანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, „ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის“ მეშვეობით სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დასაკავშირებლად - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის მონაწილეობით. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ქვეყნები, ისეთები, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, მზად არიან სპარსეთის ყურე - შავი ზღვის ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლონ: „ჩრდილოეთ-სამხრეთის ეკონომიკურ დერეფანში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება ირან-სომხეთ-საქართველოს ან ირან-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტის მეშვეობით“, - თქვა ესჰაყ ჯაჰანგირიმ. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ყოველგვარი ბარიერები მოხსნას ირანთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და გადადგას ნაბიჯები ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
ირანისა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ოთხ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ სპორტის, სოფლის მეურნეობის, სტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეირანს ეწვია იმ დროს, როცა სამი დღეც არ იყო გასული თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტიდან. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანის კერძო სექტორს შეუძლია თავისი საქონლის ექსპორტი ევროპაში საქართველოს გავლით.

http://www.tehrantimes.com/news/412837/VP-Jahangiri-says-Iran-Georgia-are-politically-determined

ბეჭდვა