შეერთებული შტატების რუსულენოვან ყოველკვირეულ გაზეთში "Русский Базар", რუბრიკით „პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი ამბები“
გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი (ავტორი - ლიუდმილა ზაიდლიჩი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კვლავ გაურესდა. ამის მიზეზი კი რუსული დიპლომატიური უწყების მეთაურის სერგეი ლავროვის სოხუმში (აფხაზეთში) ვიზიტი გახდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველო, 2008 წლის რუსული სამხედრო პროვოკაციის მიუხედავად, ოფიციალურად მიიჩნევს, რომ აფხაზეთი მისი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს ხელისუფლებამ სერგეი ლავროვის აფხაზური ვიზიტი „სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლის დაკანონების მცდელობად“ შეაფასა. სავარაუდოდ, სოხუმში მოლაპარაკებისას, კრემლის კურსის გამტარებელმა ცნობილმა დიპლომატმა აფხაზეთის რუსეთის ტერიტორიასთან მიერთების მექანიზმი გაუშვა. იგივე ბედი ელოდება სამხრეთ ოსეთსაც, რომელსაც ვლადიმირ პუტინის რეჟიმი, პროპაგანდისტული ხიასიათის ახალ ამბებში, სულ უფრო ხშირად მიიჩნევს „თავისად“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
http://www.russian-bazaar.com/ru/content/229224.htm
