რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ არტურ ავაქოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს
ხელისუფლების რეაქცია სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„რუსეთის დიპლომატიური მისია სოხუმში 2009 წლის 30 აპრილს დაფუძნდა. საელჩო თავდაპირველად სანატორიუმ „სოხუმში“ განთავსდა, სადაც ადრე დსთ-ის სამშვიდობო ძალების შტაბი იმყოფებოდა. 1011 წელს წარმომადგენლობა გარემონტებულ სასტუმრო "იასემინში" გადავიდა.. თუმცა ამ შენობაშიც რუსი დიპლომატები სივიწროვეს განიცდიდნენ, ამიტომაც 2010 წლიდან დაიწყო სამუშაოები საელჩოს ახალი კომპლექსის ასაშენებლად, სასტუმროს გვერდით ახლოს ტერიტორიაზე, რომელშიც შედის როგორც ელჩის რეზიდენცია, ასევე სხვა სამეურნეო შენობები. სწორედ მის გასახსნელად ჩავიდა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პირველად 2011 წლის შემდეგ.
საელჩოს კომპლექსი წარმოადგენს რამდენიმე შენობას. კომპოზიციის ცენტრს ამშვენებს ოთხსართულიანი საპარადო კოლონადა. საელჩოს ტერიტორიაზე მოწყობილია დეკორატიული და საცურაო აუზები, ავტოსადგომი ხუთი ავტომობილისათვის და ფლაგშტოკი. ელჩის რეზიდენცია შესრულებულია კლასიკური სასახლის არქიტექტურით.
„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტი ესაუბრება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პოსტსაბჭოური კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ვადიმ მუხანოვს, რომლის თქმით, საელჩოს ასეთი დიდი შენობის აგება იმის დადასტურებაა, რომ რუსეთი სერიოზული და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვისაა განწყობილი აფხაზეთთან: „საელჩოს ახალი შენობა და მასთან მიმდებარე ტერიტორია ბევრად აღემატება სასტუმრო „იასემინის“ ფართობს, რომელშიც რუსი დიპლომატები იძულებულნი იყვნენ ემუშავათ. რატომ ამხელა კომპლექსი? პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე თუ ისე რუსეთთანაა დაკავშირებული და საელჩოში სიარული უწევთ; მეორე მომენტი - აფხაზეთი რუსეთის მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად და ამიტომაც როგორც კი მათ რაიმე პრობლემები უჩნდებათ, ისინი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართავენ დახმარებისთვის; მესამე - აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. ყოველივე ამის ერთობლიობა იმას ნიშნავს, რომ საელჩოს შემადგენლობა ძლიერი უნდა იყოს, იქ ხომ დიდი მოცულობის სამუშაოები შესრულდება....
ასეთი საელჩოს მშენებლობა იმაზეც ლაპარაკობს, რომ რუსეთი სერიოზულად და დიდი ხნით არის აფხაზეთში და უკან დახევას არ აპირებს. საქართველოს მოსკოვის ქმედების შეჩერება არ შეუძლია, თუმცა თბილისი უკვე ვერაფერზე გავლენას ვეღარ მოახდენს. უფრო მეტიც - რუსეთის პოლიტიკის წყალობით საშუალოვადიან პერსპექტივაში აფხაზეთი შეიძლება კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიაროს. ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, შეიცვლება თუ არა ევროპის პოლიტიკური ელიტები და როგორ მოგვარდება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი“.
http://www.mk.ru/politics/2017/04/18/gruziyu-napugal-dvorec-v-sukhume-postroennyy-dlya-rossiyskogo-posolstva.html
