ავსტრიული გამოცემა «Der Standard» -ი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ "არჩევნებსა" და "რეფერენდუმს" ჟურნალისტ
ფლორიან სუპეს სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“, ადგილობრივი ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, გამარჯვება მოიპოვა პარლამენტის ამჟამინდელმა სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც ხმების 57,98% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტია, არჩევნები წააგო.
საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და „დამოუკიდებლად“ აღიარებულია მხოლოდ 5 სახელმწიფოს მიერ. მოსახლეობა - 53 ათასი მცხოვრები, ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მიმოქცევაშიც რუსული ვალუტაა - რუბლი.
არჩევნებში გამარჯვებულმა ანატოლი ბიბილოვმა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოაყალიბა პარტია „ერთიანი ოსეთი“, რომლის მიზანს, ეკონომიკის (სოფლის მეურნეობის) წახალისებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან გაერთიანებას ითვალისწინებდა. საგარეო პოლიტიკაში ანატოლი ბიბილოვის კურსი ლუვიგ ჩიბიროვისას ემთხვევა და მის მიზანს რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრირება წარმოადგენს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, „სამხრეთ ოსეთში“ კვირას რეფერენდუმიც ჩატარდა, "რესპუბლიკისათვის" სახელის გადარქმევის მიზნით: ამომრჩეველთა 78%-მა ხმა მისცა სამხრეთ ოსეთის სახელწოდების შეცვლას - ამიერიდან მას „ალანეთი“ერქმევა. ოსები თვლიან, რომ ისინი უძველესი ტომებიც - ალანების შთამომავლები არიან და შესაბამისად, სახელის შეცვლით წინაპართა ისტორიულ მემკვიდრეობას პატივს სცემენ, თუმცა ამ მხრივ კავკასიაში ოსები ერთადერთნი არ არიან: რეფერენდუმის წინ რამდენიმე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკაში, მათ შორის ინგუშეთში, ოსების გეგმებმა შეშფოთება გამოიწვია.
სამხრეთ ოსეთისათვის სახელწოდების გადარქმევას საქართველოში მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისატრმა გიორგი კვირიკაშვილმის განცხადებით, „საქართველოს ერთ-ერთი უძველესი რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის დარქმევა, მისი ანექსიისათვის მზადებას ნიშნავს“. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, რუსეთი მოვლენებს ყირიმის სცენარით ავითარებს. ამით მან პარალელი გაავლო რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის ფაქტთან.
http://derstandard.at/2000055663938/Suedossetien-stimmt-fuer-Umbenennung-in-Alanien
