«rg.ru »(რუსეთი): "სამხრეთ ოსეთში" რეფერენდუმი ჩატარდა
«rg.ru »(რუსეთი): "სამხრეთ ოსეთში" რეფერენდუმი ჩატარდა
11:40 10.04.2017
რუსულ გამოცემა "Российская газета"-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ ცხრა აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს რესპუბლიკისათვის სახელწოდების შეცვლის („სამხრეთ ოსეთი//ალანეთი“) შესახებ (ავტორი - კონსტანტინ ვოლკოვი).

პუბლიკაციაში ძირითადად საუბარია რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე: ვის მოუვიდა თავში აზრად მისი ჩატარება, რა მიზეზებმა განაპირობა სახელწოდების შეცვლა და ა.შ. ავტორი აღნიშნავს, რომ რეფერენდუმის გამართვის ინციატორი მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვია, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სწრაფვა თავისი სახელმწიფოს უძველესი სახელის აღდგენის შესახებ“. სტატიაში ნათქვამია, რომ „ალანეთი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სკვით-სარმატული ტომების გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოდ ჩვ.წელთაღრიცხვით I საუკუნეში ჩამოყალიბდა. მეცნიერთა აზრით, ეს ტერმინი „არიულს“ ნიშნავს. 916 წელს ალანეთში ბიზანტიიდან ქრისტიანობა გავრცელდა. მონღოლების შემოსევის შედეგად (1238-1239 წლებში) ალანეთის სახელმწიფომ თავისი არსებობა შეწყვიტა. ალანების მემკვიდრეებად, ოსებთან ერთად, ითვლებიან ინგუშები, ყარაჩაელები და ბალყარელები.
---------
შენიშვნა: გაზეთის ნომრის გამოსვლისას ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარი შედეგები. როგორც რუსული მასმედია დღეს, 10 აპრილის დილის მდგომარეობით იუწყება, ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბის მონაცემებით, არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა სწორედ ანატოლი ბიბილოვმა მიიღო - 54%-ზე მეტი. ცესკოს განცხადებით კი, ჯერ-ჯერობით ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა მკაფიოდ არის გამოკვეთილი ანატოლი ბიბილოვის უპირატესობა. სხვათა შორის, მან უკვე გამოაცხადა, რომ მეორე ტური საჭირო არაა, იგი გამარჯვებულია. ცესკო ოფიციალურად წინასწარ შედეგებს ნაშუადღევს გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგებს, ამომრჩეველთა 78%-მა მხარი დაუჭირა სახელის გადარქმევას: „სამხრეთ ოსეთი//ალანეთი“.

https://rg.ru/2017/04/09/v-iuzhnoj-osetii-odnovremenno-s-vyborami-prezidenta-proshel-referendum.html

ბეჭდვა