„nsn.fm“(რუსეთი): პოლიტოლოგი კონსტანტინ სივკოვი-აშკარაა, რომ თბილის-კიევის სამხედრო შეთანხმება მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული
„nsn.fm“(რუსეთი): პოლიტოლოგი კონსტანტინ სივკოვი-აშკარაა, რომ თბილის-კიევის სამხედრო შეთანხმება მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული
13:25 01.04.2017
რუსული საინფორმაციო სააგენტო „Национальная Служба Новостей“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც ცნობილია, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა სტეფან პოლტორაკმა და ლევან იზორიამ კიევში 31 მარტს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. პოლიტოლოგებმა ამ ფაქტის მიმართ კომენტარი უკვე გააკეთეს. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ნაციონალნაია სლუჟბა ნოვოსტეის“ კორესპონდენტმაა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პოლიტოლოგ კონსტანტინ სივკოვს.

როგორც რუსი პოლიტოლოგი ამბობს, საქართველოსა და უკრაინის მიერ შეთანხმების გაფორმება კიევისა და თბილისის სისუსტის დემონსტრირებას წარმოადგენს: „ეს ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო მიუღწეველია. სწორედ ამიტომ იქაური ელიტები ცდილობენ ერთმანეთი ამგვარ შეთანხმებებზე ხელმოწერებით გააძლიერონ. მათ რომ ნატოში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ, რატომღა დადებდნენ ასეთ შეთანხმებებს? ეს საქართველოსა და უკრაინის სისუსტის მაჩვენებელია“.

კონსტანტინ სივკოვის თქმით, აშკარაა, რომ თბილის-კიევის შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა შეიძლება კრიტიკული სიტუაციებისთვისაც იქნეს გამოყენებული: „საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს ერთ მომენტს: მათ ახსოვთ, თუ როგორ კარგად ცხოვრობდნენ ისინი საბჭოთა კავშირის დროს და ხედავენ, თუ როგორ ცუდად ცხოვრობენ ამჟამად. და თუ ამ ქვეყანაში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება, ადგილობრივ ელიტას ხომ გაქცევა მოუხდება? ჰოდა, ისინი უკრაინაში გასაქცევ გზას იმზადებენ. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინულ ელიტაზეც“.

ინტერვიუში კონსტანტინ სივკოვმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ შეუძლიათ ნატოში გაწევრიანება საქართველოს და უკრაინას: „მარტალია, ორივე ქვეყანა და მათი არმიები დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნატოს წევრები გახდებიან. იმიტომ, რომ არსებობს მთელი რიგი პირობები. დღეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ვერ მოხდება ერთი უბრალო მიზეზის გამო: თუ ისინი ნატოში შევლენ, მაშინ ნატო რუსეთს თავს უნდა დაესხას. განა თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი სიტუაცია, როცა გერმანელები, ფრანგები, ჰოლანდიელები და მათში შერეული არაბები ფერად-ფერადი დროშებით რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ? ეს შეუძლებელია. ისინი ამისათვის მორალურად მზად არ არიან“, - ამბობს კონსტანტინ სივკოვი.

http://nsn.fm/in-the-world/ekspert-gruziya-i-ukraina-prodemonstrirovali-slabost-obedinivshis-v-soyuz.html

ბეჭდვა