«Boston Herald» (აშშ): რუსეთის ქმედებებს (მათ შორის სამხრეთ ოსეთში) აშშ-რუსეთის ურთიერთობის ტემპერატურა ნულისკენ მიჰყავს
«Boston Herald» (აშშ): რუსეთის ქმედებებს (მათ შორის სამხრეთ ოსეთში) აშშ-რუსეთის ურთიერთობის ტემპერატურა ნულისკენ მიჰყავს
13:47 21.03.2017
„რუსეთიდან ისეთი ცუდი ამბები მოდის, რომ როგორც ჩანს, სავარაუდო საგაზაფხულო დათბობა აშშ-სა და რუსეთს შორის მოსალოდნელი არ არის, ტემპერატურა ნულისაკენ ეცემა. ყოველივე ამის მიზეზი რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევებია, მათ შორის თანამშრომლობა „თალიბანთან“ და სამხრეთ ოსეთის არმიის ინტეგრირება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში“, - ნათქვამია Boston Herald-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - პიტერ ბრუკი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საქართველოს ოკუპირება“: ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თითქმის ათი წლის წინათ მომხდარი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის არმია ჯერ ისევ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რჩება. ამ კვირაში ცნობილი გახდა რუსეთის განზრახვა სამხრეთ ოსეთის არმიის ინტეგრირების შესახებ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში - იმ სამხრეთ ოსეთისა, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. იმის გარდა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ის მეგობარი სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული და მის საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტს არღვევს, ასეთი მოქმედება მოსკოვის კავკასიაზე - ახლო აღმოსავლეთის მეზობელ რეგიონზე გავლენასაც უზრუნველყოფს“-წერს ავტორი.

http://www.bostonherald.com/opinion/op_ed/2017/03/brookes_russia_not_out_to_improve_relations

ბეჭდვა