წერილი «Financial Times»-ის რედაქტორს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად განიხილება
წერილი «Financial Times»-ის რედაქტორს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად განიხილება
12:20 21.03.2017
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „Financial Times“-ი აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კანდელაკის წერილს, რომელიც მან რედაქციას მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ გაუგზავნა.

სტატიაში საუბარი იყო აფხაზეთის ღვინის მრეწველობის პრესპექტივაზე.

„სერ, სოფი როილის სტატიაში სათაურით „ღვინის მრეწველობა - იმედი აფხაზეთისათვის“ გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ფაქტი: დღეისათვის აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საქართველოს ტერიტორიად განიხილება, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული. გარდა ამისა, აფხაზეთის მოსახლეობის 80% მშობლიური ადგილებიდან არის გამოდევნილი, რუსეთის ფედერაციისა და ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების მიერ ორჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად.

გიორგი კანდელაკი, თბილისი (საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი)“

p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ «Financial Times»-ის მიერ აფხაზეთზე გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას საკუთარ ვებ-გვერდზე დღეს 14:00 საათზე განათავსებს.

https://www.ft.com/content/9e26db0a-0b2a-11e7-97d1-5e720a26771b

ბეჭდვა