აზერბაიჯანული გამოცემა „ეხო“, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის შესახებ ჟურნალისტ ელინა რუსტამოვას სტატიას
აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
საქართველოს და აზერბაიჯანს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე, კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება შეუძლიათ. მოლაპარაკება, რომელიც 2017 წლის განმავლობაში გაიმართება, ალბათ, დადებით შედეგებს გამოიღებს, - განუცხადა „ეხოს“ კორესპონდენტს სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა. „საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მონასტრის ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, იურიდიული თავლსაზრისით, აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს დავით გარეჯზე, ვიდრე საქართველოს“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარკვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. სადაო ისტორიული ობიექტების, მაგალითა, ისეთების, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2007 წელს ჩიხში შევიდა. ავღნიშნავთ, ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის საერთო სიგრძე 480 კილომეტრია. მკითხველებს იმასაც შევახსენებთ, რომ შარშან საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე წელს საზღვრის დელიმიტაციის დასრულება აქვთ განზრახული.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს მწვავე დავა არ ყოფილა, მათ შორის ტერიტიორიულ საკითხებზეც, გარდა ქეშიშ-დაღის მონაკვეთისა, რომელსაც საქართველოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უწოდებენ. ორივე მხარისათვის ეს საკითხი ისეთ დიდ პრობლემად არ ითვლება, როგორც ჩვენს არაკეთილმსურველებს წარმოუდგენიათ. 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთთან თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს ავითარებს. დღესაც ხშირად ვისმენთ თბილ სიტყვებს ქართველი პოლიტიკოსებისაგან და ექსპერტ-პოლიტოლოგებისაგან, საზოგადო მოღვაწეებისაგან“, - თქვა უზეირ ჯაფაროვმა.
რამდენიმე წლის წინათ იყო განსაზღვრული მომენტი, როცა ქეშიშ-დაღის გაყოფასტან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბა. ჩვენი მტრები ცდილობდნენ ცეცხლზე ნავთი დაესხათ და აზერბაიჯანელბი და ქართველები ერთმანეთთან წაეჩხუბებინათ, მაგრამ მათ არ გამოუვიდათ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა. ამჟამად ჩვენ ერთმანეთთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ვთანამშრომლობთ. ბაქო და თბილისი ერთმანეთს მხარს უჭერენ საერთაშორისო არენაზეც, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებშიც. ჩვენი ქვეყნები ხომ სეპარატიზმისაგან დაზარალებულები არიან“, - ამბობს ექსპერტი.
როგორც უზეირ ჯაფაროვმა აღნიშნა, მოლაპარაკების დროს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ორ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯან-საქართველოს შორის „განხეთქილების ვაშლად“ არ იქცევა: „საქართველო დაეთანხმება იმას, რომ დავით გარეჯის მიმართ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალურ-იურიდიული უფლებები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის კომპლექსის მიმდებარე ზონა სტრატეგიულ სიმაღლეებად ითვლება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვერ ვიტყვით მის მფლობელობაზე. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის არ დავუთმობთ. ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპარაკება დადებით სედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა ექსპერტმა.
თავის მხრივ, პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა მუბარიზ აჰმედოღლუმ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯან-რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე აზერბაიჯან-საქართველოს შორის: „ამჟამად ჩვენ ჯერჯერობით ტერიტორიული საკითხები რუსეთთან და საქართველოსთან ბოლომდე მოგვარებული არ გვაქვს. მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით, რომელთანაც აზერბაიჯანის მთავრობამ ასე თუ ისე მოახერხა ბევრი სადაო საკითხის გადაჭრა, საქართველოსთან ქეშიშ-დაღის პრობლემა კვლავ ღიად რჩება. ბოლო დროს არანაირი თვალსაჩინო შედეგი არ არის მიღწეული, თუმცა მხარეთა მიერ მიმდინარეობს საფუძვლიანი ანალიზი, ერთმანეთის პოზიციების დაახლოების მიზნით. ქართული მხარე, დავით გარეჯის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიის ნაწილს სთავაზობს, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამ პირობაზე არ თანხმდება, რადგან საკითხი ეხება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ზონას და ისტორიულ მემკვიდრეობას“, - ამბობს მუბარიზ აჰმედოღლუ.
ექსპერტის თქმით, საქართველოს როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს, თავიდანვე არ უნდა დაეყენებინა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გაყოფის საკითხი: „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო მომენტი, როცა მოსახლეობის ნაწილი ზოროასტრიზმი სწამდა, მეორე ნაწილს კი - ქრისტიანობა. განა ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ისტორიულ ობიექტზე, რომელიც მოწმობს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც ეხება? ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ისედაც მცირე რაოდენობის ქრისტიანული ძეგლებია შემორჩენილი, რომლებთაც აზერბაიჯანის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვთ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
„უფრო სწორი იქნება, თუ საქართველო თავის პრეტენზიებს უკან წაიღებს და ამით აჩვენებს, თუ როგორ პატივს სცემს აზერბაიჯანში ქრისტიანობის ჩასახვის ისტორიას. რა ტქმა უნდა, მოლაპარაკება ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოლაპარაკებას პოლიტიკური შეფერილობა არ მიეცეს და სიტუაცია კონფლიქტამდე არ მივიდეს“, - ხაზი გაუსვა მუბარიზ აჰმედოღლუმ.
http://ru.echo.az/?p=56821
