სომხურ გამოცემა „newsarmenia“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია როგორც ბათუმში 11 მარტის საღამოს
მომხდარი დრამატული მოვლენები, ასევე პოლიტოლოგთა შეფასებებიც - ქართველი ექსპერტებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების ზაალ ანჯაფარიძისა და გიორგი ვეკუას კომენტარები, რომელთა მიხედვით, აჭარის დედაქალაქში მომხდარი საპროტესტო აქცია სტიქიური არ ყოფილა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ასეთი გამოსვლისათვის ემზადებოდნენ. მათი ვარაუდით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (ამჟამად უკრაინის მოქალაქე) ხელმძღვანელობს, აშკარად შეეცადა სიტუაციის თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. გარდა ამისა, გიორგი ვეკუა ხაზს უსვამს აჭარის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც „არანაკლებ არასტაბილურ თურქეთს ესაზღვრება“. ეს ყველაფერი, სხვა მოვლენებთან ერთად (მხედველობაშია მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ამბები), ხელს არ უწყობს სიმშვიდის განმტკიცებას ავტონომიურ რესპუბლიკაში“ (ავტორი - აიკ ხალათიანი, „ნოვოსტი-არმენიას“ მიმომხილველი).
პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე სომეხი პოლიტოლოგის, „საქართველოს საკითხების წამყვანი სპეციალისტის“ ჯონი მელიქიანის თვალსაზრისისც. მისი აზრით, ბათუმში მომხდარ ამბებში შეიძლება ორი ასპექტი გამოიყოს: საშინაოპოლიტიკური, აღშფოთებული მოსახლეობის სახით, რომელიც უკმაყოფილობას გამოხატავს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების შეუბრალებელი და თავაშვებული მოქმედებით და საგარეოპოლიტიკური - ამ პროცესებში გარე ძალების ჩარევა.
„საიდუმლო არ არის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ტრადიციულად, უფრო მკაცრად და დაუნდობლად ისეთ რეგიონებში მოქმედებენ, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებულია, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში), ასევე სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიაში. ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. შესაძლოა ინციდენტის საბაბი შემთხვევითია, მაგრამ მასში მოსახლეობის შემდგომი ჩარევა მოწმობს იმას, რომ ალბათ, საქმე გვაქვს რაღაც პოლიტიკურ თამაშებთან“, - აცხადებს ჯონი მელიქიანი. მისი თქმით, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის, „ნაცმოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძის განცხადებები „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ ტოლფასია.
ჯონი მელიქიანი დარწმუნებულია, ბათუმში მომხდარი უწესრიგობები აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე მაინცდამაინც ნეგატიური გავლენა არ ექნება. „ნათელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე დღეში აღადგენს. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეტა უკმაყოფილება ტურისტებზე გავრცელდება. ტურიზმი ხომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების პრაქტიკულად ერთადერთ წყაროს წარმოადგენს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
http://newsarmenia.am/news/analytics/besporyadki-v-batumi-stikhiynyy-protest-ili-splanirovannaya-aktsiya/
