საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში - ბათუმში შაბათ საღამოს მასობრივი არეულობები მოხდა. ყველაფერი კი,
როგორც ჩანს, უმნიშვნელო საბაბით დაიწყო: პოლიციის თანამშრომლებმმა ილია ჭავჭავაძის გამზირზე ორი პიროვნება დააკავეს, რომლებთაგანაც ერთ ერთმა - ავტომანქანის მძღოლმა გზაზე მოძრაობის წესები დაარღვია. მამა-შვილი პოლიციის წარმომადგენლებს არ დაემოქრჩილენ და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადეს. დამრღვევებს კიდევ ოთხი პიროვნება მიეშველა. მოქალაქეებსა და ძალოვანებს შორის (ეს უკანასკნელნი, როგორც ამბობენ, თბილისიდან იყვნენ ბათუმში [მივლინებულნი]), სიტყვიერი შეხლა-შემოხლა დაიწყო. სოციალური ქსელების ერთ-ეერთი მომხმარებლის - ირაკლის თქმით, პოლიციელებსა და ქალაქის მოსახლეობის შეტაკების დროს იგი „ფრონტის წინა ხაზზე“ იმყოფებოდა. ირაკლი ამტკიცებს, რომ პირველმა სწორედ პოლიციამ გამოიყენა ძალა რიგითი მოქალაქეების მიმართ: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წესრიგის დამცველებმა მუშტები უთავაზეს მამაკაცს, რომელმაც უარი განაცხადა ჯარიმის გადახდაზე დაკავების მომენტში. დაინახეს რა, რომ პოლიციელები ნხანდაზმულ კაცს ურტყამდნენ, გამვლელებმა ჩარევა გადაწყვიტეს. ასე დაიწყო მასობრივი ჩხუბი, რომელიც შემდეგ უწესრიგობებში გადაიზარდა. ამ ადამიანებს უნდა გავუგოთ: ისინი გაბრაზებულნი არიან პოლიციაზე, რომელმაც მოქალაქეთა უფლებები და კანონი დაივიწყა“.
საბოლოო ჯამში დაახლოებით 40 წესრიგის დამრღვევი დააკავეს, 33 კი დაშავდა. ბათუმელების ბუნტი ისეთი მოულოდნელი და მძლავრი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ უწესრიგობების ჩასახშობად სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები გამოიყენა: „ხალხი უკვე დაშინებულია. პოლიციამ უკვე თავი უდანაშაულოდ და დაუსჯელად იგრძნო. ხალხის ნდობა საქართველოს სამართალდამცველების მიმართ გაქარწყლდა. მათდამი ნდობა აღარ არის, სამაგიეროდ, ადამიანებს შიშის გრძნობა გაუჩნდათ“.
ჯარიმასთან დაკავშირებული ინციდენტი ის ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომელმაც აჭარის უკმაყოფილო მოსახლეობის, ანუ „დენთით სავსე კასრის“ აფეთქება განაპირობა. ბათუმელები ჩივიან, რომ ოფიციალური თბილისი ავტონომიურ რესპუბლიკას მცირე ყურადღებას უთმობს, პირველ რიგში რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს... მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს სამართალდამცველი ორგანოების თავგასული მოქმედების მიმართ. ყოველივე ამის სესახებ ისინი სოციალურ ქსელებში წერენ: „საპატრულო პოლიცია უმნიშვნელო დარღვევაზეც კი აჯარიმებს ადამიანებს და მათ აზრს ყურადღებას არ აქცევს. დავა ზალიან ხშირად ხდება ხოლმე. შაბათს საღამოს კი მოსახლეობის უკმაყოფილება პირდაპირ ბუნტში გადაიზარდა“, - ასე წერს ქსელის მომხმარებელი ელგუჯა ბაგრატიონი.
თუმცა სხვა თვალსაზრისიც არსებობს: ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი ირაკლი მარგიევი აღნიშნავს: „დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემთვის ერთი რამ ნათელი გახდა: პოლიციისაგან ვითომდა „ნაწყენი“ ადამიანების 99%-ს სულ ფეხებზე ეკიდა, თუ ვინ ვის გამოუწერა ჯარიმა და ვინ ვიღაცა რატომღაც დააკავა. ქუჩაში გამოვიდნენ უსაქმურები, ლოთები და ისისნი, ვისაც წლობით თბილი ადგილები ჰქონდათ დაკავებული და შემდეგ დაკარგეს. ეს არის ჯოგის მომქდების პრინციპი: ყველაფერი დალეწოს, დაანგრიოს, ააყირავოს და დაწვას არამარტო პოლიციის, არამედ თანამოქალაქეთა ავტომანქანებიც, რომლებსაც მათთვის არაფერი დაუშავებიათ, ისვრიან ქვებს და თან დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ამით ხელისუფლების დარღვევების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ“.
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მომხდარ უწესრიგობებში „დესტრუქციული პოლიტიკური ძალები“ დაადანაშაულა. საქარტველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მომხდარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
https://rg.ru/2017/03/12/v-batumi-proizoshli-massovye-besporiadki.html
