აზერბაიჯანის პოპულარული ელექტრონული გამოცემა «Vesti.az»-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსი პოლიტიკური
ანალიტიკოსი პავლე კლაჩკოვი კორესპონდენტ ნიჯათ სამედოღლუსთან კრემლის სამხრეთკავკასიურ კურსზე საუბრობს. იგი ვრცლად აანალიზებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის მიმართ. ბუნებრივია, საუბარი ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენი აზრით, საქართველო სამუდამოდ პროდასავლური სახელმწიფო გახდა?
- იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთთან კავშირების სრული გაწყვეტა ვერ მოხდება. ამასთან, აშკარაა, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე აშშ-ის ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ იმყოფება. მოსკოვისათვის მიზანშეწონილია, რომ ამ ყველაფერს ფხიზელი თვალით შეხედოს და „ვარდისფერი სათვალე“ დროებით გვერდზე გადადოს. საქართველოსთან დიალოგის ნორმალიზება ხანგრძლივი პროცესი იქნება და მას აქტიური ძალისხმევა დაჭირდება. თუმცა უკვე ოპტიმისტურია ის, რომ თბილის ხშირად აკეთებს განცხადებებს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობის თაობაზე. საერთოდ კი, ახლო მომავალში საქართველო მაინც ვაშინგტონის სატელიტად დარჩება“.
http://vesti.az/news/324893
