24 წლის ამბერ პეიჯი, რომელმაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კვერცხები ესროლა, დააკავეს
24 წლის ამბერ პეიჯი, რომელმაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კვერცხები ესროლა, დააკავეს
15:13 07.05.2019
24 წლის ქალი, რომელმაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს, სკოტ მორისონს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვერცხები ესროლა, პოლიციამ დააკავა.

ალბურის პოლიციის განყოფილება დაკავებულს, ამბერ პეიჯს, კანაფის შენახვას ედავება.

ბრალდებულმა დაკავებისას განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს კვერცხები მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დაუშინა.

"პრემიერ-მინისტრის დაცვამ ქალი მალევე მოაშორა სკოტ მორისონს, დაკავებული განსაკუთრებული სიმკაცრის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი", - განაცხადეს პოლიციაში.






ბეჭდვა