«Hürriyet» (თურქეთი): მარმარიდან ყარსში, შემდეგ თბილისში და ბოლოს ბაქოში
«Hürriyet» (თურქეთი): მარმარიდან ყარსში, შემდეგ თბილისში და ბოლოს ბაქოში
18:00 15.04.2019
თურქული გამოცემის, «Hürriyet»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია პირველი სამგზავრო მატარებლის მისვლა ყარსში ბოსფორიდან (მარმარიდან), რომელიც აზერბაიჯანის დაკვეთით არის აგებული შვეიცარიაში და ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზისთვისაა განკუთვნილი.

პირველი საერთაშორისო მატარებლის მატარებლის პირველი საპატიო მგზავრები იყვნენ ახლადშეუღლებული სიძე-პატარძალი, რომლებმაც ყარსის რკინიგზის სადგურზე სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს და თოვლის და ქარის მიუხედავად, მაინც ბედნიერები იყვნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაგონები დამზადებულია თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზების ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (მხედველობაშია სხვაობა ლიანდაგის რელსებს შორის დაშორებაში) და ამიტომ თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დროს მატარებელი არ დაყოვნდება.

პირველი საერთაშორისო მატარებელი მატარებლი მოძრაობას ყარსიდან თბილისისკენ გააგრძელებს და ბაქოში დაასრულებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზის ექსპლოატაცია საშუალებას იძლევა მატარებლებმა თურქული ყარსისა და მარმარის გავლით პეკინიდან და ლონდონიდან იმოძრაონ ორივე მიმართულებით.

ბეჭდვა