„Zerkalo“(აზერბაიჯანი): ნატო შავ ზღვაზე თავის გავლენას აფართოებს და სამხრეთ კავკასიაში მკვიდრდება
„Zerkalo“(აზერბაიჯანი): ნატო შავ ზღვაზე თავის გავლენას აფართოებს და სამხრეთ კავკასიაში მკვიდრდება
15:25 05.04.2019
„როცა იმ ყველა რთული პროცესზე დაფიქრდები, რომლებიც თურქეთ-ნატოსა და თურქეთ-აშშ-ის შორის ხდება და საერთოდ, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ცალკეულ წევრებს შორის არსებულ წინააღმდეგობების კომპლექსზე, უნებლიედ საკუთარ თავს კითხვას უსვამ: ღირს კი ნატოში გაწვრიანებისაკენ ისეთი სწრაფვა, როგორც ამას უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აკეთებენ?“-ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემის, «Зеркало»-ს მიერ ჰუსეინბალა სალიმოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ გეოპოლიტიკურად ახალ, კუნთებგაუმაგრებელ სახელმწიფოებს მსგავსი საკითხებზე ფიქრისათვის დრო არ აქვთ. მაშინ როცა სამხედრო ბლოკის ძველი და მსხვილი წევრები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ გაიზრონ თავიანთი ადგილი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის „საერთო ქოლგის“ ქვეშ, „პატარა მოთამაშეები“, ანუ ახალი სახელმწიფოები მთელი ძალებით ცდილობენ ნატოს წევრები გახდნენ, ე.წ. „უსაფრთხოების სერტიფიკატის“ საბოლოოდ მიღების მიზნით.

და ცხადია, საქართველოშიც პოლიტიკოსები, დიპლომატები და პოლიტოლოგებიც კი მოუთმენლად ელოდებიან იმ დღეს, როცა მათი ქვეყანა ნატოს რიგებში იქნება. უფრო მეტიც - ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე ნატოს წევრია, რადგან ის უკვე ინსტიტუციურად ამ ორგანიზაციაში იმყოფება - იმიტომ, რომ სამხედრო ბლოკსა და მათ ქვეყანას შორის უამრავი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ურთიერთვალდებულებები არსებობს.

და არც ჩვენ არ უარვყოფთ იმას, რომ წლიდან წლამდე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები უფრო მყარდება და ღრმავდება, მაგრამ მაინც იძულებულნი ვართ ვაღიაროთ და იმის კონსტატაცია მოვახდინოთ, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები და როგორადაც არ უნდა მოისურვოს ნატოს მთავარმა წევრმა-სახელმწოფომ რომელიმე ახალი ქვეყნის გაწევრიანება ალიანსში, იმ ქვეყანას მაინც მოუწევს აუცილებელი საფეხურებისა და ეტაპების გავლა, გინდაც მათ ისეთი „უახლესი სტატუსი“ ჰქონდეთ, როგორც საქართველოსა და უკრაინისთვისაა გათვალისწინებული.

დიახ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ყოფნისას დაადასტურა, რომ თბილისს არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ნატოში მიღებული. რასაკვირველია, ასეთი მაღალჩინოსნის ასეთ დონეზე განცხადება თბილისს სანუკვარ მიზანთან ააახლოვებს.

მაგრამ განმეორებით შევნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, ნატო მხოლოდ აშშ არ არის ან მხოლოდ იგივე იენს სსტოლტენბერგი. მაგალითად, ხომემ ცნობილია, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები არიან ისეთი “მძიმეწონიანი“ ლიდერები, როგორებიცაა ანგელა მერკელი. გარდა ამემისა, ამბობენ, რომ თბილისისა და კიევის ევროსწრაფვას ბლოკავს ისეთი პატარა და ნატოს შედარებით ახალი წევრი ქვეყანა, როგორიცაა უნგრეთი. მას განსაკუთრებით უკრაინა არ მოსწონს.

ამ შემთხვევაში უნებლიედ ერთი ეპიზოდი შეიძლება გავიხსენოთ თურქეთის უახლესი ისტორიიდან: თავის დროზე ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მუდმივად არწმუნებდნენ ანკარას, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდებაო, მაგრამ როგორც ცნობილია, „ურემი ისევ იქ დგას“ - თურქეთი ევროკავშირის წევრად არ მიიღეს. ალბათ, სწორედ ესაა ის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ანკარა აიძულა მოკავშირეები ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის არქიტექტურის მიღმა ეძებნა.

ჩვენ არ ვამტკიცებბთ იმას, რომ საქართველოსა და უკრაინასაც იგივე ელოდებათ, მაგრამ დრო არ ითმენს. დრო ნატოს სრულიად ახალ ამპლუაში აჩენს, ორგანიზაციის შიგნით ძლიერდება ცენტრიდანული ტენდენციები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებში სულ ახალ-ახალი გეოპოლიტიკური დაჯგუფებები ჩნდება

და თუ ამას დავამატებთ იმას, რომ რიგ შემთხვევებში „ინტეგრაციის სიჩქარე“ ნატოს უფრო მეტი აქვს სხვა ქვეყნების მიმართ, ვიდრე საქართველოსა და უკრაინასთან, ეს ფაქტი დიკომფორტის შეგრძნებას და უნდობლობასაც კი იწვევს..

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში ორი მომენტი ჩანს: ჯერ ერთი, რომ სამხრეთ კავკასია, ისევე როგორც შავი ზღვის აკვატორია, ნატოსათვის ახალ რეგიონს წარმოადგენს. აქ ძალიან ფრთხილი მოქმედებაა საჭირო, რადგანაც საქმე ფაქტიურად რუსეთის გავლენის სფეროს ეხება. მეორე - საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ცნობილია, ორი კონფლიქტი არსებობს.

ნატოს ხელმძღვანელობა და ბლოკის წევრები მუდმივას აცხადებენ, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ იმავდროულად იგრძნობა, რომ ჯერ-ჯერობით ნატოსაგან მხარდაჭერა მხოლოდ ასეთი მოქმედებითაა შესაძლებელი. ნატოს საქართველოსთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია. ბრიუსელს ამ საკითხში ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკურ დეკლარაციებსა და განცხადებებზე შორს წავიდეს.

მაგრამ საქართველოში ამ საკითხისადმი სულ სხვაგვარი მიდგომაა: ზოგიერთი ქართველი ექსპერტი ფიქრობს, რომ ტერიტორიული პრობლემები არ შეიძლება ბარიერი იყოს ნატოსაკენ მიმავალ გზაზეო, რადგან უკვე ცნობილია ის წესები, რომელთა მეშვეობით შეიძლება კონფლიქტების არსებობის პრობლემას გვერდი ავუაროთ და ამისთვის თურმე სულ უბრალო რამეა საჭირო - საქართველოს ნატოში მიღების დოკუმენტში ჩაიწეროს, რომ წესდების ცნობილი „მე-5 პუნქტი“ კონფლიქტურ რეგიონებზე არ გავრცელდებაო.

ჩვენთვის უცნობია, თუ რას ფიქრობენ ამაზე ბრიუსელელი სტრატეგოსები, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ნატოს მიერ თანდათან და მიზანმიმართულად ხდება ორი რეგიონის ათვისება: აფართოებს თავის გავლენას შავ ზღვაზე და მკვიდრდება სამხრეთ კავკასიაში

ამ დღეებში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი ინტრიგული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ კონვენციის ხელმოწერა თურქმენეთის ენერგორესურსების ტრასპორტირების ახალ შესაძლებლობებს აჩენსო და, ალბათ, აშხაბადი ამ შანსს გამოიყენებს. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ანუ საკომუნიკაციო-სატრასპორტო არტერიების დაცვა ნატოს ერთ-ერთ მთავარი ამოცანა ხდება.




ბეჭდვა