აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспий»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება აზერბაიჯან-საქართველოს
ებში გაჩენილ პრობლემებს, რომლებიც ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სომეხი მებრძოლის მიხეილ ავაგიანისათვის ძეგლის დადგმას, რომელიც მთიანი ყარაბაღის ომში მონაწილეობდა და აზერბაიჯანის მიერ მკვლელად და ტერორისტად არის შერაცხული.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ თამილა ნურიევას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ძეგლის გახსნის ცერემონია, ჩამოთვლილია „საზეიმო ღონისძიების“ მონაწილეები - ქართველი პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირები და ა.შ. ასევე ფართოდაა აღწერილი მიხეილ ავაგიანის ბიოგრაფია და მის მიერ ჩადენილი მხეცობები როგორც აფხაზეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.
„აზერბაიჯანული მხარეს არ შეეძლო ინდეფერენტული დარჩენილიყო მეზობელი საქართველოს მხრიდან ასეთ უპატივცემლობას... და რეაგირებაც დაუყონებლივ მოხდა“, - წერს ავტორი და მკითხველს ოფიციალური ბაქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აცნობს - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის მისამართით გამოგზავნილ საპროტესტო ნოტის შინაარსს, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების განცხადებებს...
„აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს ერთმნიშვნელოვნად მხარი უნდა დაეჭირა ჩვენი ქვეყნის პოზიციისათვის, მან კი საოცარი გულგრილობა გამოიჩინა. ის, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობის ჯალათს - მიხეილ ავაგიანს თანამემამულე სომხები ძეგლს უდგამენ რეგიონში, რომელიც სეპარატიზმითაა მოწამლული - ეს არის ქართველების უდიდესი სირცხვილი და მათი გაუგონარი დამცირება სომხების მხრიდან. სომეხი ნაციონალისტები ქართველი ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ და თავიანთი მოქმედებით იმავდროულად სხვა სომხებს „გმირობისათვის“ აქეზებენ.
ამრიგად, სამცხე-ჯავახეთის სომხების მიმართ, რომლებიც დაავადებულნი არიან ველური სეპარატიზმის ბაცილით და ქართულ მიწას „ძირ-ძველ“ სომხურ „ჯავახკად“ თვლიან, აუცილებელია ზომები იქნეს მიღებული. თუ ისინი დღეს არ იქნებიან შეჩერებულნი, ხვალ სომეხი „ჯავახკელი“ სეპარატისტები უკვე თავიანთი მეზობლების - ქართველების ხოცვას დაიწყებენ. ისიც გასათვალისწინებელია, თუ რატომ აძლევს ხმას სომხეთი ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როცა მშობლიურ ადგილებში ქართველი ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი იხილება“, - აღნიშნულია სტატიის ბოლოში.
