აზერბაიჯანული პრესა: სააკაშვილმა მხარი დაუჭირა პოლიტიკოსს, რომელმაც მას დასცინა და რომელმაც რუსეთი ოკუპანტად არ აღიარა
აზერბაიჯანული პრესა: სააკაშვილმა მხარი დაუჭირა პოლიტიკოსს, რომელმაც მას დასცინა და რომელმაც რუსეთი ოკუპანტად არ აღიარა
16:01 27.01.2019
აზერბაიჯანული გამოცემა, «Зеркало» ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს იულია ტიმოშენკოს დაუჭერს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

„მიშა ბოლო დროს კიევისა და თბილისისგან მოშორებით, ისევ აქტიური საქმიანობის იმიტაციას ახდენს. ახლახან „ბატკივშჩინის“ ყრილობაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა (ვიდეოჩართვით) მხარი დაუჭირა იულია ტიმოშენკოს უკრაინის პრეზიდენტად არჩევის საკითხში, როცა მისი კანდიდატურის საკითხი იხილებოდა. „ჩვენ გვახსოვს 2008 წელი. საქართველოს ახსოვს. მე მინდა მადლობა ვუთხრა იულია ვლადიმიროვნას საქართველოსადმი ჰუმანიტარული დახმარების გამო, როცა იგი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო. გარდა ამისა, იულია ტიმოშენკო მუდამ ჩემს გვერდით იყო და პირველი ჩამოვიდა ვარშავაში ჩემს სანახავად, როცა უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

არადა უკრაინელებს კარგად ახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინათ მიხეილ სააკაშვილი კარგად „ტისკავდა“ იულია ტიმოშენკოს და მას ისეთ პოლიტიკოსად მიიჩნევდა, რომელსაც უკრაინის სახელმწფოებრიობის მშენებლობა არ შეუძლია. მიშამ 2008 წელი გაიხსენა და თქვა - იულია საქართველოს ეხმარებოდაო, მაგრამ უპრიანი იქნება იმდროინდელი სხვა ფაქტების გახსენებაც, როცა თვით უკრაინელი დეპუტატებიც კი საყვედურობდნენ იულია ვლადიმიროვნას, რომ მას საქართველოს მხარდასაჭერად ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო მისმა პოლიტიკურმა პარტიამ რუსეთი აგრესორად არ აღიარა.

და კიდევ იულია ტიმოშენკოს შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან 2009 წლის ნოემბერში, როცა რუსეთის პრეზიდენტის დამცინავ ნათქვამზე - „ვახშმად ჰალსტუხების ჭამის“ შესახებ - უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირონიულად ჩაიცინა და დაამატა - „მე პირადად ვახშამზე მოსვლა ჰალსტუხის გარეშე შემიძლიაო“. ეს და მსგავსი ფაქტიები კარგად ასახავს იულია ტიმოშენკოს პოლიტიკურ სახეს.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლა ყოფილი მეგობრის - პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ სიძულვილი ამოძრავებს - რადგან საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იგი უკრაინიდან სწორედ პეტროს გადაწყვეტილებით გააძევეს უკანონოდ“-ნათქვამია სტატიაში.



p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

ბეჭდვა