«Die Welt» (გერმანია): გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს; საკითხის ფინალური განხილვა ახლოვდება
«Die Welt» (გერმანია): გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს; საკითხის ფინალური განხილვა ახლოვდება
15:13 18.01.2019
„გერმანიის ბუნდესტაგში დასასრულს უახლოვდება იმ საკითხის განხილვა, რომლის თანახმად, მაღრიბის ქვეყნები (მაროკო, ალჟირი, ტუნისი...) და კავკასიის სახელმწიფო საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იქნენ გამოცხადებული“-ამის შესახებ გერმანული გამოცემის, «Die Welt»-ის მიერ მანუელ ბევარდერის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფოპრმაცუიო საგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან გერმანიაში ჯერ კიდევ ჩამოდიან მიგრანტები, რომლებიც თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. როგორც ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციის წარმომადგენელი მათიას მიდელბერგი ამბობს, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიგრაციის პრობლემას გარკვეულწილად მოაწესრიგებს. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ როცა 2015 წელს ბალკანეთის ქვეყნებს უსაფრთხო სტატუსი მიენიჭათ, იქიდან მიგრანტების ნაკადმა მკვეთრად იკლო.

ფრაქციაში აღნიშნავენ, რომ 2015 წელს მაღრიბიდან გერმანიაში ჩასულების რიცხვი მიგრანტთა საერთო რაოდენობის 2,4%-ს შეადგენდა, ხოლო საქართველოდან - 4,1%-ს, მათგან 13%-მა თავშესაფრის მიღება მოითხოვა. 2017 წელს მიგრანტების რაოდენობამ იკლო, განსაკუთრებით საქართველოდან, თუმცა ბუნდესტაგი მაინც აუცილებლად მიიჩნევს საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი დადგენილების მიღებას.


ბეჭდვა