საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში გამართული პრეს-კონფერენციის დროს
განაცხადა - „ამჟამად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, დიალოგის დაწყება და საერთოდ, [პოლიტიკური] ურთიერთობების განახლება, თბილისის მთავარი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელიაო“.
ახლახანს არჩეული ქვეყნის მეთაურის ანტირუსულ პოზიციას შეუძლია საქართველო რუსეთს კიდევ უფრო მეტად დააშოროს. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილი ადრეც არაერთხელ გამოსულა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებული პირველივე განცხადების დროს.
ქალბატონ ზურაბიშვილის [ნეგატიური] განცხადებები რუსეთთან ურთიერთობებისა და დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაისმის იმ პირობებში და იმ დროს, როცა რუსეთი ყოველწლიურად იღებს თავის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. ამჟამად რუსეთში დაახლოებით ორი მილიონი ქართველი იმყოფება, რომლებიც მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლების ნაწილს საქართველოში თავიანთ ოჯახებს უგზავნიან.
აშკარაა, რომ მოსკოვის მხრიდან ბარიერების შემოღების შემთხვევაში, ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეების მიერ სამშობლოში ფულის გადარიცხვასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოება მრავალრიცხოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღრმად არის დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში, გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჭირდებოდეს საქართველოს მესამე ქვეყნების გარანტიები რუსეთთან ურთიერთობებში.
ზემოთ ხსენებული პრეს-კონფერენციის დროს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა - „საქართველოს ძირითადი პარტნიორებიო“. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს „ძირითად პარტნიორებად“ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს გულისხმობს. ანუ საქართველოს მეთაური თვლის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება და საერთოდ, ყველანაირი დიალოგი დამოკიდებულია მისი ქვეყნის ძირითადი პარტნიორების დადებით პასუხზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისი დამოკიდებულია დასავლეთის მთავრობებზე და რომ საქართველო ცდილობს თავისი მომავალი რუსეთის მტრებს დაუკავშიროს.
იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი თავის პოლიტიკაში რუსეთთან ურთიერთობის ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებდა, ეჭვი არაა იმაში, რომ დღევანდელ მსოფლიოში აშშ და ნატოს სამხედრო ორგანიზაცია რუსეთის ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად ითვლებიან. აშშ-ისა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მტრული დამოკიდებულების მიზეზები რუსეთის მიმართ ნაწილობრივ განპირობებულია იმ პესიმისტი პოლიტიკოსების როლით, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან გადაწყვეტილების მიღებაზე ამ ქვეყნებში. მაგალითად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა 2017 წელს ასე განუცხადა თავის მთავრობას: „აშშ-ის ხელისუფლებამ მიზნად არ უნდა დაისახოს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. საერთოდ, კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება არასოდეს არ უნდა იყოს აშშ-ის მიზანი რუსეთთან ან სხვა რომელიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებით“.
ყოფილი ამერიკელი დიპლომატის მიერ გაკეთებული შენიშვნები ნათლად ასახავენ იმ უნდობლობას, რომელიც თეთრ სახლში მყოფ ამერიკელ პოლიტიკოსებს აქვთ სხვა ქვეყნების მიმართ. უეჭველია, აშშ-ის ასეთი პოლიტიკა მიმართულია არა მარტო რუსეთის, არამედ ყველა სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არააეთიკურად არ თვლიან.
