«Pars Today» (ირანი): რატომ არ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ილჰამ ალიევი?
«Pars Today» (ირანი): რატომ არ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ილჰამ ალიევი?
18:42 19.12.2018
ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური სამაუწყებლო-საინფორმაციო ორგანო «Rars Today» (ყოფილი “ირანის ხმა“), საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ:

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ერთ-ერთი საყურადღებო მომენტია ის, რომ თელავში ჩავიდნენ სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი არმენ კარაპეტიანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იმ დროს, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტიც იყო მიწვეული, მაგრამ იგი ინაუგურაციის ცერემონიას არ დასწრებია. ექსპერტთა აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის ექვსწლიან პოლიტიკაში, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, მხარს უფრო მეტად სომხეთს დაუჭერს.

და თუ ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება, აზერბაიჯანი ძლიერ დაზარალდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი კასპიის ზღვის ენერგოშემცველების ექსპორტზეა დამოკიდებული, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პროდასავლურ და ანტირუსულ განცხადებებს, როგორც ჩანს, მან ეს ოპოზიციის დასამშვიდებლად გააკეთა იმ დროს, როცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილის-მოსკოვის ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს“.



ბეჭდვა