„ng.ru“(რუსეთი): თბილისი თეირანს და ვაშინგტონს ედავება
„ng.ru“(რუსეთი): თბილისი თეირანს და ვაშინგტონს ედავება
13:43 13.12.2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით მომხდარ საგარეოპოლიტიკური ხასიათის მქონე იმ მოვლენებს, რომლებმაც საზოგადოებაში არასასიამოვნო აჟიოტაჟი და მარავალი კომენტარი გამოიწვია.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გტავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში განხილულია საქართველო-ირანის ურთიერთობის ზოგიერთი ფაქტი, რომელმაც თბილისს დისკომფორტი შეუქმნა, კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ბაჰრამ ყასემის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ბევრ ირანელ მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს და თბილისის აეროპორტიდან უკან აბრუნებს, „არასწორი დოკუმენტების“ გამო. საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი თურმე ირანის დიპლომატიურ უწყებაში გამოუძახიათ და პროტესტიც განუცხადებიათ. ადგილობრივი მედიის მიხედვით, ელჩი უკვე დაბრუნდა თბილისში, რათა მან პირადად გაარკვიოს თავისი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიზეზები. სტატიის ავტორი იხსენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარ კიდევ ერთ არასახარბიელო ფაქტს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დააკავა ირანელი მოქალაქეები, რომლებიც ფულის „გადარიცხვის“ არაფორმალურ წესს იყენებდნენ, ე.წ. „ხავალას“, რაც თითქმის არაფრით განსხვავდება საბანკო გადარიცხვისაგან, მაგრამ, აღმოსავლეთში გავრცელებული წესის თანახმად, ხელიდან ხელში ხდება, კერძო პირების მიერ, რომლებიც დიდი ნდობით სარგებლობენ. მათი ასეთი მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა.

მეორე მოვლენა, რომელმაც ქართულ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ესაა ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურმე საქართველოში აშშ-ის ელჩად (FP) კარიერული დიპლომატის ბრიჯეტ ბრიკსის დანიშვნას ხელს სახელისუფლო პარტია „ქართული ოცნება“ უშლის. მართალია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე უარყვეს ბრალდება, მაგრამ დამოუკიდებებლი ექსპერტები მაინც თვლიან, რომ „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს“, მით უმეტეს, რომ მსოფლიოშიც და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ამა თუ იმ პიროვნების დანიშვნაზე უარის თქმის ფაქტი არცთუ ისე იშვიათია. მაგალითად, ვაშინგტონმა რამდენიმე წლის წინათ ვერადავერ მოახერხა აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად მეთიუ ბრაიზას დანიშვნა (თუმცა მასზე უარი ბაქოს არ უთქვამს, ბრაიზას კანდიდატურა სენატში სომხურმა ლობმა „ჩაძირა“), უფრო ადრე კი იგივე მოხდა სომხეთში აშშ-ის ელჩად რიჩარდ ჰოლანდის დანიშვნის განზრახვასთან დაკავშირებით. „ასე რომ, თუ აშშ-ის ელჩად საქართველოში ბრიჯეტ ბრიკსი არ დაინიშნება, ეს ფაქტი მაინცდამაინც უპრეცედენტო არ იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონული მასშტაბით“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.
------------
საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებულ [სკანდალურ] თემას ეხმაურება აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთში «Каспий»-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ვის ეშინია ბრიჯეტ ბრინკის სახელის გაგონებისას // პრობლემური სიტუაციის უკან ცნობილი ოლიგარქის ჩრდილი მოჩანს“ (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ). პუბლიკაციაში ვრცლადაა აღწერილი ამერიკელი კარიერული დიპლომატის ბრიჯეტ ბრინკის სახელთან დაკავშირებული დიპლომატიური სკანდალი, რომელიც საჯაროდ გახდა ცნობილი ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის შედეგად. ავტორი იმოწმებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ატალანტიკური საბჭო - საქართველოს“ ხელმძღვანელის ბათუ ქუთელიას გამონათქვამს, რომლის მიხედვით, უარის უკან ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება და ეს დემარში საქართველოსთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება (წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf).


ბეჭდვა