აზერბაიჯანული პრესა: კავკასიაში პირველად, პრეზიდენტი ქალი გახდა
აზერბაიჯანული პრესა: კავკასიაში პირველად, პრეზიდენტი ქალი გახდა
12:27 30.11.2018
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას აზერბაიჯანის პრესა ეხმაურება. გაზეთი «Каспий» აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „არჩევანი გაკეთებულია: კავკასიაში პირველად პრეზიდენტი ქალი გახდა“, რომელშიც ნათქვამია: „მიზანი ასრულდა! ასე წამოძახა ვლადიმერ ილიჩმა ისტორიულ გზაგასაყარზე. ქართველთა მიზანიც ასრულდა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად აღიარა ქვეყნის პრეზიდენტად. მართალია ლენინის წამოძახილი ბოლშევიკურ რევოლუციას ეხებოდა, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში კი განსხვავებული პოლიტიკური კოლიზეაა, თუმცა მაინც არაორდინალური მოვლენა მოხდა: პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რესპუბლიკის ხელმძღვანელად ქალი გახდა. იმის გათვალისწინებით, XII-XIII საუკუნეებში ქვეყანას ბრძენი მეფე თამარ ბაგრატიონი განაგებდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ქალისაგან აღარ ვნახავთ ისეთ გამოხდომებს, როგორიც, ვთქვათ, სამცხე-ჯავახეთში იყო...

ის, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ და ღირსეულ-პატიოსნად ჩატარდა, ეჭვებს არ იწვევს. საერთოდ, ამგვარი ტრადიცია ჯერ კიდევ 2004 წლიდან დამკვირდა, რისთვისაც ქართველებმა მადლობა მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა გადაუხადონ, რომელმაც ყველას ნათლად აჩვენა, თუ როგორ უნდა გამოიყვანო ქვეყანა ჭაობიდან და როგორ უნდა გადააქციო ცივილიზებულ სახელმწიფოდ. მოკლედ, ქართველებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს, იძულება არ ყოფილა, ახლა კი დრო გვაჩვენებს, ისინი რამდენად მართალნი აღმოჩნდნენ“ (წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf).

ბეჭდვა