«Le Figaro» (საფრანგეთი): ეჭვგარეშეა, საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე დგას, მეორე ტური, ეს უპრეცედენტო მოვლენაა
«Le Figaro» (საფრანგეთი): ეჭვგარეშეა, საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე დგას, მეორე ტური, ეს უპრეცედენტო მოვლენაა
11:12 28.11.2018
გავლენიანი ფრანგული გამოცემა, «Le Figaro» საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ჟურნალისტ რეჯის ჯენტეს სტატიით ეხმაურება.

მასალაში გადმოცემულია ამომრჩევლის განწყობები არჩევნების წინ: „უეჭველია, საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე დგას: კავკასიურ რესპუბლიკაში უპრეცედენტო მოვლენა ხდება - პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. მოსახლეობა იმედგაცრუებულია ხელისუფლების საქმიანობითა, მაგრამ მაინცდამაინც არც ოპოზიციისა და მისი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვთ დიდი ნდობა. მართალია, კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან, მაგრამ რეალურად არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დუელს წარმოადგენს“-წერს ჟურნალისტი.

ბეჭდვა