რუსი ჟურნალისტი: არ გამიკვირდება თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძე საკუთარმა ბიძამ თემურ ალასანიამ "გაურიგა"
რუსი ჟურნალისტი: არ გამიკვირდება თუ აღმოჩნდება, რომ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძე საკუთარმა ბიძამ თემურ ალასანიამ "გაურიგა"
09:22 19.11.2018
"გადაფხიკეთ ვაშაძე და თქვენ აღმოაჩენთ მიხეილ სააკაშვილს" - ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა «Московский комсомолец»-ი სტატიას, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება.

ჟურნალისტი მარინა პერევოზკინა საკუთარ სტატიაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პრორუსულობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მსგავსი კარიერული დიპლომატები, რომლებიც საბჭოთა კავშირს ემსახურებოდნენ, ბევრნი არიან.

ამ კონტექსტში ჟურნალისტი ედუარდ შევარდნაძეს და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას ასახელებს.

"ამ დიდებული კოჰორტის კიდევ ერთ წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია წარმოადგენს. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ თავის დროზე სწორედ ბიძამ „გაურიგა“ დისშვილს გრიგოლ ვაშაძე"-წერს ჟურნალისტი.


P.S. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: NSP.GE

ბეჭდვა