ჯორჯ კენტი: აშშ მიიჩნევს რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა
ჯორჯ კენტი: აშშ მიიჩნევს რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა
15:22 01.11.2018
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენონ.

ამასთან, კენტი 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს და იმედოვნებს, რომ მეორე ტურიც ასევე დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩაივლის.


„შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ჯორჯ კენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ბევრი კანდიდატიდან აერჩიათ მომავალი პრეზიდენტი, რომელთა შორისაც „ორმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე რაუნდში ჩვენი მოლოდინი იქნება, არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება - არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს - დაცული იქნება“-განაცხადა კენტიმ.


ბეჭდვა