რუსული გამოცემის, «Новая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები: კერძოდ, კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური ძირითად ორ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმათება. პუბლიკაციაში გადმოცემულია ორივე კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიები, მათი დიპლომატიური საქმიანობის, ურთიერთბრალდებები და ა.შ.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ორივე კანდიდატს «პრორუსულობაში“ ადანაშაულებდნენ“ გროგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგეები მას ბიოგრაფიის მოსკოვურ ნაწილს ვერ პატიობდნენ, სალომე ზურაბიშვილს კი - კრემლის ინტერესების დაცვას იმ განცხადებით, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გააკეთა - თითქოსდა საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. ეს ვერსია საქართველოს მოსახლეობაში ბევრისთვის ძალიან არაპოპულარული და მტკივნეულია“, - აღნიშნულია სტატიაში.
----------
«Новая газета» - რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ოპოზიციური გაზეთი, იბეჭდება მოსკოვში. დაარსდა 1993 წლის აპრილში. ტირაჟი - 280 ათასი ეგზ.
