«Hotel Management» (აშშ): თბილისში, ფოსტის ძველ შენობაში „რედისონი“ ახალ სასტუმროს გახსნის
«Hotel Management» (აშშ): თბილისში, ფოსტის ძველ შენობაში „რედისონი“ ახალ სასტუმროს გახსნის
12:11 23.10.2018
ჟურნალში, რომელიც სასტუმროების სფეროში ბიზნესის მდგომარეობას აშუქებს, გამოქვეყნებულია სტატია საქართველოში ამერიკული კომპანიის Radisson Hospitality-ის (მოქმედებს Radisson Hotel Group-ის შემადგენლობაში) მიერ ახალი 100-ნომრიანი სასტუმროს Radisson Red Tbilisi Old Town-ის მშენებლობის თაობაზე, რომელიც 2020 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას (ავტორი - ჯენი ტეს-ფოქსი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია სასტუმროს მფლობელი ქართული კომპანიის წარმომადგენლის საუბარი, რომლის მიხედვით, ახალი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარე ფოსტის ძველ შენობაში, ქვეითად მოსიარულეთა ქუჩაზე განთავსდება, რომელიც განთქმულია თავისი კაფე-ბარებით.

როგორც ელი იუნესი - Radisson Hotel Group-ის წარმომადგენელი ამბობს, „ჩვენს კომპანიას, უბრალოდ, არ შეეძლო ხელიდან გაეშვა შანსი ფოსტის ისტორიული შენობის თანამედროვე სასტუმროდ გადაქცევის მიზნით. ეს ფაქტი მოწმობს, რომ კომპანიას ქართულ ბაზარზე განვითარების გეგმები აქვს. აქ უკვე მოქმედებს ჩვენი ორი სასტუმრო, მესამე მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება და კიდევ ხუთის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი, Radisson Red Tbilisi Old Town-ის ჩათვლით“.

ავტორი აღნიშნავს, რომ „ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, რომლის ერთ-ერთი სექტორი - ტურიზმი ძალიან სწრაფად მზარდ დარგს წარმოადგენს“.


ბეჭდვა