«Mannheimer Morgen» (გერმანია): გიწვევთ კავკასიაში - ექსკურსია საქართველოსა და სომხეთში
«Mannheimer Morgen» (გერმანია): გიწვევთ კავკასიაში - ექსკურსია საქართველოსა და სომხეთში
12:30 22.10.2018
გერმანული გამოცემის, «Mannheimer Morgen»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია გერმანიის ჰესენის მხარის ქალაქ ბერნსჰაიმში არსებული კათოლიკური ეკლესიის განცხადება კავკასიაში მოგზაურობის მოყვარულთა საყურადღებოდ - ათდღიანი ტურისტული ტური საქართველოსა და სომხეთის გაცნობის მიზნით, რომელიც 2019 წლის სექტემბერში უნდა განხორციელდეს.

„ექსკურსიის დროს თქვენ დაათვალიერებთ ორივე ქვეყნის ღისშესანიშნავ ადგილებს, ეზიარებით კავკასიის ბუნების საოცარ სილამაზეს და ლანდშაფტურ თავისებურებებს... დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ქრისტიან-კათოლიკეებთან, მოგზაურები გაეცნობიან ქვეყნების ისტორიას და მიმდინარე პროცესებს, მათ პერსპექტივას. საქართველო და სომხეთი დღემდე ითვლებიან საიდუმლოებით მოცულ იმ ქვეყნებად, სადაც კულტურის უამრავი ფასეულობაა შემონახული და მასობრივი ტურიზმისაგან ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნება არსებობს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სომხეთმა და საქართველომ ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში მიიღეს. მრავალი საუკუნის განმავლობაში კავკასია მრავალი კულტურის ერთგვარ „ქვაბად“ გადაიქცა. ორივე ქვეყანა „აბრეშუმის დიდი გზის“ მარშრუტზე მდებარეობდა და შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობდა. საქართველოს და სომხეთს მტერი ბევრჯერ იპყრობდა, მაგრამ ორივე თავისუფლებას ბრძოლით იბრუნებდა, ისინი ხან ძლიერდებოდნენ, ხან სუსტდებოდნენ, მდიდრდებოდნენ და ღარიბდებოდნენ, მათი ტერიტორიები მრავალჯერ გადანაწილებულა „ძლიერთა ამა სოფლისა“ მიერ.

ოდესღაც საქართველო რუსეთისათვის ღვინის აგლომერატი იყო, დღეს კი თბილისი დასავლეთისაკენ იმზირება და ევროპასთან ინტეგრირებას ცდილობს, თავისი პროდუქციის ევროკავშირში გაყიდვა სურს. ინვესტორი ბევრი ჩადის, ისინი თავს ოქროს მაძიებლებივით გრძნობენ. აქაური ახალგაზრდობა რელიგიის მიმართ კეთილგანწყობას ამჟღავნებს: საბჭოთა კავშირის კომუნისტური იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ტრადიციულ ქრისტიანულ რელიგიას - მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა.

ადგილობრივი ოჯახები, თუ დასავლური პოზიციებით მივუდგებით, კონსერვატიული ფასეულობების ერთგულია. ქართველები და სომხები უცხოელ ტურისტებს მრავალ ღირსშესანიშნაობას სთავაზობენ. მაგალითად, საქართველოში, ყაზბეგში, არსებობს წმინდა სამების ეკლესია, რომელიც მნახველში საოცარ და დაუვიწყარ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას იწვევს კავკასიის ბუმბერაზი მთების ფონზე. ორივე ქვეყანაში უამრავი ეკლესია-მონასტერია, მეშვიდე საუკუნით და უფრო ადრინდელი დროით დათარიღებული. დიდებული ეკლესია-ტაძრები ძირითადად გუმბათიანია, რაც ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. ბუნებისჰ პეიზაჟი მრავალფეროვანია: ხმელთაშუაზღვისპირეთის პალმებიანი სანაპიროსთან ერთად აქაა ალპური მდელოები, თოვლ-ყინულიანი და ტყით შემოსილი მთები, ღრმა ხეობები და უღელტეხილები“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


p.s. მასალის ორიგინალი ვერსია შესაძლოა ატარებდეს სარეკლამო დატვირთვას


ბეჭდვა