„საქართველოში საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიის დროს მარიხუანის მოხმარების საკითხი პარტია
„გირჩის“ კანდიდატის პოლიტიკური პროგრამაშიცაა გათვალისწინებული“, - ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში, რომელიც ეთერში ევროპულმა სამაუწყებლო ტელეკომპანიამ Euronews-მა გადასცა (ავტორი - სერგეი სერბაკოვი).
სიუჟეტში მიმოხილულია თბილისში, 21 ოქტომბერს გამართული მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი, რომლის ინიციატორმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საკმაოდ უჩვეულო წესით განიზრახა ამომრჩეველთა მიზიდვა - მან პოტენციურ მხარდამჭერებს მარიხუანას სიგარეტების მოწევა შესთავაზა.
„ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა“, - აღნიშნულია სიუჟეტში, რომელშიც საუბარია აგრეთვე საქართველოში მარიხუანას მოხმარება-მოყვანა-გასაღების სფეროში შექმნილ სიტუაციაზეც.
„გირჩელები“ კანაფის სრულ ლეგალიზებას ითხოვენ, თუმცა მათი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პოპულარობით აუტსაიდერთა რიგებში იმყოფება - გამოკითხვის მიხედვით, მას მხარს მხოლოდ ამომრჩეველთა მხოლოდ 5% უჭერს“, - ხაზგასმულია ვიდეომასალაში.
-------------
პარტია „გირჩების“ წინასაარჩევნო კამპანიაზეა საუბარი აგრეთვე დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო ტელეკომპანია BBC-ის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში „საქართვველოს პრეზიდენტობის კანდიდატი „მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალზე“ დააკავეს“. წყარო: https://www.bbc.com/russian/news-45929992.
