ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ფულს დედაჩემი მიგზავნის, ჩემ ოჯახსაც ის ეხმარება
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ფულს დედაჩემი მიგზავნის, ჩემ ოჯახსაც ის ეხმარება
12:05 22.10.2018
უკრაინის ტელეკომპანია „1+1“-ის ჟურნალისტები ნიდერლანდებში, ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირდნენ და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღეს, რომელიც პროგრამა «Українські сенсації»-ში გადაიცა სათაურით „მიხეილ სააკაშვილი: სალამი ამსტერდამიდან“.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სააკაშვილის ინტერვიუს რეზიუმეს:

ვინ არის იგი - „უკრაინელი ქართველი“ თუ სახელმწიფო მნიშვნელობის მტერი“?

მიხეილ ნიკოლოზოვიჩ სააკაშვილი - საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი. ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს ნათლიმამა. თავის მხრივ, ვიქტორ იუშენკო კი პეტრო პოროშენკოს ნათლიმამაა. მაგრამ მაღალი პოლიტიკური კავშირების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მშობლიურ საქართველოში და უკრაინაში ბრალი მრავალი დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს.

მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს უყვება თავის თავზე - ფიცხი ქართველის წყნარ ცხოვრებაზე პედანტურ ევროპაში. როგორ ცხოვრობს იგი დღეს? როგორ იხდის ბინის ქირას და კომუნალურ გადასახადებს, რატომ ეძებს ნიდერლანდებში იმ ქვეყანას, სადაც რევოლუციას მოახდენს/ „მე საქარTველოს პრეზიდენტი ვიყავი, კაბინეტში ვიჯექი, ლიმუზინით დავდიოდი და მარავალრიცხოვანი დაცვა მყავდა, უცხოეთის ყველაზე ცნობილ ლიდერებს ვხვდებოდი... თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემთვის იოლი იყო ისევ რევოლუციონერად გადაკვალიფიცირება და კარავში ჯდომა?“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინელი ჟურნალისტები პოლიტიკოსს მისსავე ბინაში ესაუბრებიან: „ყვავილები, ორი სურათი კედელზე, ერთი ფლაკონი პარფიუმი და ძველებური Rolex-ის საათი. დიდი ვერაფერი სიმდიდრეა“. ექს-პრეზიდენტის თქმით, მატერიალურ-ფინანსური პრობლემების გამო მის ოჯახს დედამისი ეხმარება: „დედაჩემი საკმაო შემოსავალი აქვს, იგი ჩემს ცოლს და შვილს ეხმარება. ხანდახან ცოტა ფულს მეც მიგზავნის ხოლმე“, - ამბობს პოლიტიკოსი.

მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, რომ იგი იძულებულია ამსტერდამში ბინის კომუნალურ გადასახადებში 350-400 ევრო იხადოს. მოკლედ, ცხოვრება ძვირია.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინას ხშირად იხსენებს. იგი ამბობს, რომ უკრაინელები ძალიან უყვარს და რომ მომავალში უკრაინა მძლავრ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცევა.

„პრეზიდენტთან მებრძოლი მიხეილმა ჟურნალისტებს ერთი ამბავიც გაანდო: იგი მუდამ თან ატარებს უკრაინის პასპორტს. ერთხელ საფრანგეთში ყოფნისას, ადგილობრივ სამართალდამცველებს პასპორტის ჩამორთმევა უნდოდათ - „მოპარული გექნებაო, მითხრეს, მაგრამ მე მათ განვუცხადე - ჩემთვის ძვირფას დოკუმენტს თქვენ მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ მომკლავთ-მეთქი“-განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა