"vesti.ru" (რუსეთი): პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვა და ოქრუაშვილის მიერ 2007 წელს გაკეთებული განცხადებები
"vesti.ru" (რუსეთი): პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვა და ოქრუაშვილის მიერ 2007 წელს გაკეთებული განცხადებები
11:14 18.10.2018
საქართველოს პროკურატურის განცხადების თაობაზე ვრცელი ვიდეოსიუჟეტი გადაიცა რუსეთის ცენტრალური ტელეარხის «Россия-1»-ის ეთერში (ავტორი - ალექსეი პეტროვი).

მასალაში ვრცლადაა აღწერილი საქართველოში 2007 წელს მომხდარი ამბები, გადმოცემულია შინაგან საქმეთა უწყების ყოფილი თანამშრომლების ტელეფონით საუბრის აუდიოჩანაწერი და ქართველ ექსპერტთა კომენტარები. „ნიდერლანდებში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებას უარყოფს და მას სიცრუეს უწოდებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის ეპოქის კრიმინალურ-პოლიტიკური ზნეობანი და მიაჩნიათ, რომ პროკურატურა სწორ დასკვნებს აკეთებს: „მე პირადად ერთი წამითაც არ შემაქვს ეჭვი, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის ინიციატორი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო, რომ სწორედ მან უბრძანა შემსრულებელ მკვლელებს დავალების რეალიზება“, - ამბობს პეტრე მამრაძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობდა.

ვიდეოსიუჟეტში გამოყენებულია კადრები, რომლებიც თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2007 წელს გაკეთებულ განცხადებას ასახავს, მასში საუბარია აგრეთვე ექს-პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის შესახებაც.

ბეჭდვა