ანატოლი ბიბილოვი: ქართველებს მაინცდამაინც ჩვენ ტერიტორიაზე სურთ საეკლესიო რიტუალების ჩატარება
ანატოლი ბიბილოვი: ქართველებს მაინცდამაინც ჩვენ ტერიტორიაზე სურთ საეკლესიო რიტუალების ჩატარება
12:04 20.09.2018
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ქართველებს საეკლესიო რიტუალების ჩატარება მაიცდამაინც „მათ ტერიტორიაზე“ სურთ.

ეს განცხადება თვითმარქვია „პრეზიდენტმა“ რუსული გამოცემის, «Известия»-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში გააკეთა.

„საქართველოს მხრიდან რეგულარულად ხდება ინციდენტები ჩვენს საზღვრებზე, როგორც წინასწარგანზრახულად, ისე შემთხვევითობით. ასეთი წინასწარდაგეგმილი პროვოკაციებით თბილისი ცდილობს საკუთარი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის საშინაო პრობლემებზე მოადუნოს და სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ძალიან ხშირად აფუჭებენ ჩვენს სასაზღვრო ნიშნებს, იყო საზღვარზე მასობრივი გადმოსვლის მცდელობაც - რატომღაც მაინცდამაინც ჩვენს ტერიტორიაზე მოუნდათ საეკლესიო რიტუალის შესრულება. თბილისი რეგულარულად აწყობს ექსკურსიებს ჩვენს საზღვარზე უცხოელი პოლიტიკოსებისათვის და ა.შ. მიმდინარე წელს ჩვენს საზღვრებზე 400 ადამიანი იქნა დაკავებული. ძირითადად, რასაკვირველია, მიზეზი სამეურნეო საქმიანობასთან არის დაკავშირებული და იმას გამოც, რომ საქართველო უარს აცხადებს ჩვენთან ერთად საზღვრის დემარკაცია განახორციელოს“-აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიის „ხელისუფალმა“.

ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.region.ge

ბეჭდვა