"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზები მთლიანადაა
ინტეგრირებული შესაბამისი რესპუბლიკების შეიარაღებულ ძალებთან და ექვემდებარება რუსეთის არმიის სარდლობას.
მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების გაერთიანებულ სამხედრო პოტენციალს თავისუფლად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს არმიას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჯერაც არაა სერიოზულად აღდგენილი"-წერს რუსული გამოცემა «Независимое военное обозрение»-ს.
"რაც შეეხება ნატოს დახმარების იმედებზე ლაპარაკს, ორი რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზნით, ეს ფსიქიატრიის სფეროს განეკუთვნება და ამ საკითხის სამხედრო ანალიზი არასერიოზული იქნებოდა"-განაგრძობს ავტორი.
მისივე შეფასებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ყოფილი ავტონომია რუსეთს ესაზღვრება, ცალკეულ სიტუაციებში მათ შეუძლიათ სამხრეთის სამხედრო ოლქიდან სწრაფად, დაუბრკოლებლად მიიღონ საჭირო დახმარება.
"აქედან გამომდინარე, ორივე ბაზის მდგომარეობა სტაბილურად და უსაფრთხოდ უნდა ჩავთვალოთ"-ასკვნის მიმომხილველი.
p.s. მასალის სრული, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge
