«The Times of Israel» (ისრაელი): ისრაელი და საქართველო თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
«The Times of Israel» (ისრაელი): ისრაელი და საქართველო თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
11:04 13.09.2018
გაზეთ The Times of Israel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ ავიგდორ ლიბერმანი ისრაელის პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ რანგში საქართველოს ეწვია (ავტორი - ჯუდა არიგროსი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია სტუმარ-მასპინძლების შეხვედრა-მოლაპარაკებები (ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით). აღნიშნულია, რომ ორმა სახელმწიფომ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა.

„ისრაელმა მხარი დაუჭირა საქართველოს 2008 წლის ომის დროს, დაგმო რუსეთის მიერ ჯარების შეყვანა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში და განაცხადა, რომ „აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. ბოლო წლებში ისრაელმა საქართველოს ბევრი სხვადასხვა სისტემის იარაღი მიჰყიდა, მოამზადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრები და ჯარისკაცები სამხედრო ტაქტიკასა და სტრატეგიაში“, - წერს ავტორი.

ბეჭდვა